ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2020


საოცრად თოვდა...

პირველი ღამის უფლება ჰქონდა
ბნელ ღამეს თოვლთან,
რა უხვად თოვდა...
თოვლის თეთრ სხეულს ეფარა ღამე
და იყო ჩქამი
სულ ერთი წამით...
ღამის ნაკვალევს ფარავდა ფიფქის
ფარული ფიქრი,
რა ამის იქით?..
კარგავდა თოვლი სითეთრეს სპეტაკს,
მოჰგავდა შემცბარს,
სიშიშვლე ეცვა...
ჰქონდა შეგრძნება დნობის თუ ლღობის,
დაკარგულ გონით
ქალს ჰგავდა თოვლი...
პირველი ღამის უფლება ჰქონდა
ბნელ ღამეს თოვლთან...
საოცრად თოვდა...
28.11.19


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები