ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2020


ეპიზოდი

ისე აღაარაა, როგორც გახსოვს.
როგორც გახსოვს და გყვარებია.
ახლო ბორცვია სამოსახლო.
გაუთოხნავი ყანებია.
ალაგებული, ნასუფრალი.
ამღერებული „აბა ულა“,
ნასოფლარი და სასაფლაო,
დავიწყებას რომ მიცემულა.
არ არის, მტერთა გასახარად,
ადრე რაც ასე გყვარებია.
ახლა ბორცვია, ნასახლარი.
გაუთოხნავი ყანებია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები