ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2009


გაგანდო

მინდა გაგანდო-
სიყვარულის ახსნას ჰგავს ლექსი
და უძვირფასეს გულის სკივრში
ფსკერზე მთვლემარე
გრძნობები უნდა გაამზევო
ისე მარტივად,
რომ არაფერი დარჩეს
სატრფოს გაუგებარი.
ხელოვნურ სიტყვებს
ვერ მოითმენს, უფაქიზესი,
საპასუხოსაც ვერ გააჩენს
ნაპერწკალს ვნების,
არჩევანია-
გამოაცხობ მეპურე პურს თუ
გზას გააგრძელებ
და სიტყვების ჯვარზე ევნები.
მენდე, ძვირფასო,
სიყვარულის ახსნაა ლექსი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები