ზამთარია, დათოვლილა მთები. ცრემლი ცვივა გამომშრალი ციდან როგორ მარტო წამიხვედი მთაში, რა გიშველო, ალბათ როგორ გცივა. ერთად ვზიდეთ დასასრულის განცდა ახლა ვდგავარ ღრმა უფსკრულის პირას. რაც წახვედი, მომემატა წლები ცრემლი დაშრა, ვეღარ ვტირი, ძია. ვინ მიჩვენოს მზით გამთბარი გული, ვინ იცინებს გულიანად, თბილად, ვინღა მომხვევს საიმედო მკლავებს, ვის შევჩივლო გული როგორ მტკივა. შენს სულს ვფიცავ, არ გაქრები ჩემთვის თუნდაც თმები შემევერცხლოს, ძია დამეხმარე, შემაშველე ხელი, სიზმრად მაინც მოდი ხოლმე ხშირად.