ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შირო
ჟანრი: პროზა
8 თებერვალი, 2020


***

,,რა დაღლილი თვალებით მიყურებ...
რა დაკაწრული ხელები გაქვს, გადატყავებული. ბევრი გატარა ცხოვრებამ ეკლიან გზებზე?
რატომ გაქვს სიბნელე სულსა და თვალებში, რატომ ჩაიქრე მათში მზის ბრდღვიალა კოცონი, დაბადებიდან რომ დაგყვა.
რატომ ხარ ასეთი წელში მოკეცილი, დიდო ბავშვო, რამ დაგამძიმა?
სიკვდილმა ხომ არა, შენს ყურთან რომ სუნთქავს და ხანდახან ხაოიან ენას აგატარებს ხოლმე კისერზე?
ტკივილმა ხომ არა, გული რომ ას ნაწილად დაგიხლიჩა?
სად იარე, რა იხილე, მოჰყევი ყველაფერი.
სისხლის ცრემლებად დადნი, ძვლებამდე დასული ხორცი შემოიფლითე შენივე ხელებით, სიტყვები ორლესული მახვილებივით ალესე და ამოუშვი ეგ შხამი, სიცოცხლე რომ მოგიწამლა.
შე საბრალო, მიტოვებულო, ყველასგან განდევნილო, საკუთარი სისხლის და ცრემლის გუბეში მდგარო.
მომიახლოვდი, აგილოკო ეგ ჭრილობები, პირი შეიკრას.
ჩემი სითბო მოგცე, მოგეხვიო, გულში ჩაგიკრა.
ამაოდ ვაცეცებ თითებს, სარკის ცივ ზედაპირს ხვდება.
შე საწყალო, მიტოვებულო, უხმო განდეგილო.
მეშინია, არ მომიკვდე, ჩემო თავო...."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები