ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პროზა
11 თებერვალი, 2020


შავი თოვლი - ს მოგონება

ყოველ გათოვებაზე, როცა წყვდიადი განთიადისკენ მიემართება, შენ კი სახურავისკენ გარბიხარ, თუნდაც ბავშვი, რათა მანამდე გადმოთოვლო, სანამ ფურუტო სახურავს ფანტელთა ლოდები არ ჩამოტეხვენ, - მაშინ შეიგრძნობ, თუ რა უმწეო ხარ სასტიკი ცხოვრების წინაშე, მაგრამ მაინც არ ჩერდები, რადგან დიდივით აცნობიერებ, რომ ეს უძლური ძალისხმევა ყოვლად გადაუდებელია, რათა მორიგ  გადმოთოვლას მოესწრო. ცოტა მოგვიანებით კი, როცა გაიზრდები, - ღრმად სულამოსკვნილს გახსენდება, თუ რა შავი ბავშვობა გადმოგითოვლია თეთრი ფანტელის სახით. მაგრამ ხვდები იმასაც, რომ ახლა იმაზე გაცილებით მედგარი ხარ, ვიდრე ის სუსხიანი ნამქერნი შენზე, რომელთაც თოვლავდი და არ ილეოდა. წელზე მოკიდული წლები კი ისე მალე ილევიან, ვერც კი ამჩნევ, ილევიან თუ არა. - არა, ეს საოცრებაა.

                                                                                                                                                                            ავტორი: მუხრან აბაშიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები