ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: სამყაროს მიღმა
ჟანრი: პროზა
11 თებერვალი, 2020


ნაბიჯი (დასაწყისი) თავი-VIII (პირველი ნაწილის დასასრული)

                                                                                  (დასაწყისი)
                                                                                    VIII-თავი

      დაპირებული წერილის მოლოდინში თავი ბინაში გამოვიკეტე,სადარბაზოდან შემოსულ ყველა ნაბიჯის ხმაზე გულის პულსი მიჩქარდებოდა,მომლონდინეს თითოელი ეს ხმა მეგონა წერილთან შემახვედრებდა,გაურდაუვალ მოვლენას  უფრო მიმაახლოვებდა,გაფაციცებით ვუსმენდი მათ,როდესაც ვხდებოდი ნაბიჯები ჩემ სართულს ჩაუვილიდა და გაცდებოდა შვებას ვგრძნობდი,სადღაც მჯეროდა,რომ იქნებ გადაეფიქრათ ჩემი ჩარევა ამ ამბებში.

  დაბნეული ვიყავი,ვერ ვაცნობიერებდი ზაზას თხოვნას,მას თუ დაეჯერებოდა  ორი ადამიანის სიცოცხლე უნდა გადამერჩინა,ჩემთვის ძვირფასი,ახლობელი ადამიანების.უკან თუ მოვიხედავ ბავშობა გიგლასთნა და ზაზასთან საერთო მოგონებების გარეშე  ცარიელი ფურცლის გვერდი იქნებოდა,მიჭირდა ისეთი ამბის გახსენება სადაც ეს ორი ჩემ გვერდით არ იყო.ერთხელ ზაფხულის დასასწყისში ფეხი მოვიტეხე,მთელი ორი თვე საწოლზე ვიყავი მიჯაჭვული,საკუთარი ძალით მხოლოდ საუბარი და  ჭამა შემეძლო,ის ზაფხული ორივემ ჩემთან გაატარა,ოთახიდინა არ გადიოდნენ,მთელი ის დღეები ერთად ვიყავითი ფეხის ტყვეობაში,ქუჩიდან ბავშვების თამაშებით და მხირულობით შემოსულ ხმებს საერთოდ არ იმჩნევდნენ,უბრალოდ ისხდნენ საწოლთან და ათას სისულელს იგონებდნენ ჩემს გასამხიარულებლად.ბევრჯენ მიფიქრია ,შევძლებდი თუ არა მეც მთელი ზაფხულის თავისუფალი დროის,ენერგიის,საკუთარი ცხოვრების, მათთვის დათმობას?!ნებით გამოკეტვას ხუთ კვადრატულ  ოთახში?!ამათზე პასუხი იმ შემთხვევებამდე არვიცოდი,მხოლოდ მერე მომიწია გამეგო.ბინაში გამოკეტილს წარმოდგენა არ მქონდა წინ რამელოდა,ან რას და როგორ შევძლებდი,გაურკვევლობა ძალიან მთრგუნავდა,მღლიდა.მსგავს დროს ვიღაცეები ამბობენე „სული გვეწვისო“ მე კი ფიზიკურ ტკივილს განვიცდიდი,მაჯები დამძიმებული მქონდა,კისრის ძვლები დაჭიმული,წელში გამართვისას მწველ ტკივილს განვიცდიდი,ტერფები ისე მტიკოდა თითქოს ასობით კილომეტრი გამერბინა,მე სხეული მეწვოდა.რამდენიმე დღის წინ გულში დამჩნეული ქალით აღტაცებული ქაოსი,ემოციები და ფიქრებიც კი დამავიწყდა,მთელი ჩემი შინაგანი არსება შფოთვას ქონდა შთანთქმული.არვიცი ალბათ მსგავს შეგრძნებებს ადამიანები დიდი დანაშაულის ჩადენის წინ განიცდიან.

  ავი წინათგრძნობა მქონდა ეს სისტემა დანაშაულის სამყარო მეგონა გამანადგურებდა,ვხდებოდი ამ ამბიდან მშრალი ვერ გამოვძრებოდი,პოლიციას შეიძლებოდა ავრიდებოდი,მაგრამ ის ხალხი ვისთანაც ზაზას საქმე  ეჭირა მარტივად არ გამიშვებდნენ,ფიზიკურად თუ არა  მათი ბინძური საქმეებით პიროვნულად გამანადგურებდნენ.ბავშობიდან მესმოდა წამლით გარდაცვლილ ადამიანებზე,ირგვლივ შავებში  შემოსილი უამრავი დედა მენახა, ჩემმა ტოლმა ბიჭებმა მათი სიყვარულის კაიფი,რომ ამჯობინეს,მალე დედების ცრმელის მიზეზი შეიძლება მეც გავმხდარიყავი,ჩემ ძმას,რომ შეძლებოდა ხელ მეორედ სიკვდილი ალბათ იმ დღეებში ჩემი დამნახველი მეორედაც მოკვდებოდა.თავს კარგ ადამიანად არასოდეს ვთვლიდი,თუმცა საკუთარ თავზე წარმოდგენა ,რომ არ გამფუჭებოდა ათას სისულელეს ვიგონებდი, იმ წამებში ვიცოდი ამ ამბების ჩავლის მერე საშინლად ვიგრძნობდი თავს,სხვისი სიცოცხლის ქურდად.არვიცი, ორი სიცოცხლის  გადარჩენა არის თუ არა საკმარისი მიზეზი თავის დასამშვიდებლად?!ვფიქრობდი-იქნებ ამ ყველაფრის მერე სარკეში ჩახედვისას თვალებში ნამდვილი ბოროტების ცეცხლი მენთოს,ცივი შავი ალი გიზგიზებდეს და ამის მნახველმა ცხოვრება ვეღარც კი შევძლო ან მთელი არსებით ბოროტებას შევემეცნო.

        ორი ღამე გავატარე ამ განცდებით,მესამე დღის დილით კარებზე კაკუნი გავიგე,რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდებოდა,კარებთან მისვლა მიჭირდა,თითქოს ვიღაცა ხელს მიშლიდა,ოთახში მექაჩებოდა,როდესაც კარი შევაღე 14-15 წლის ბიჭი დავინახე,მახსოვს გულში ვთქვი-იმ ნაბიჭვრებს ღირსება საერთოდ არ აქვთ,ბავშვებსაც კი სვრიან თავიანთი ნეხვით.წერილი შემომაჩეჩა,სწრაფად და უხდომოდ ჩაირბინა საფეხურებზე,წერილში სულ რამოდენიმე წინადადება ეწერა:გაფთრხილება ამ ამბავზე ენა არავისთან დამცდენოდა,ნარკოტიკის ადგილსამყოფელი და ტელეფონის ნომერი,რომელზეც წამლის აღების მერე სატელეფონო ჯიხურიდან უნდა დამერეკა და პიკასო მომეკითხა,დანარჩეს ტელეფონით გავიგებდი.ნაშუადღევს უკვე მოგვარებული უნდა მქონოდა ეს ამბავი,წერილი მითითებისამებ დავხიე და უნიტაზში ჩავრეცხე,იმ წამებში აღარა ვფიქრობდი დანაშაულის სიმძიმეზე,როგოც ჩანს საკუთარი სინდის მიძინება კარგად შევძელი.

  სანამ ამ საქმეზე წავიდოდი მინდოდა გიგლას ამბები გამეგო,შეიძლება ცოცხალი აღაც დავბრუნებულიყავი. სასამართლო უკვე უნდა გამართულიყო,ბიჭებთან მისვლა  ამბის საკითახად მეშინოდა,იქნებ რაიმე დამცდენოდა ან მიმხვდარიყვნენ ჩემში არსებულ შფოთს,არ მინდოდა მათივის რაიმე სიმძიმის აკიდება,ამიტომაც ტელეფონზე დარეკვა და ამ გზით გაგება ვამჯობინე,აბა ხმაზე რა უნდა შეეტყოთ?!დასარეკად მეზობელთან შევედი,საკუთარი ტელეფონი არც მინახია,შეიძლება ხაზი მუშაობდა,მაგრამ მინდოდა ნაცნობ ადამიანებს გამოვლაპარაკებოდი,იქნებ პატარა ნუციკოც მენახა,გული დამემშვიდებინა,მე ხომ ერთი სიცოცხლის მოვლინებაში მცირე წვლილი შევიტანე,რაღაც სიკეთე მაინც ჩავიდინე 21 წლის მანძილზე,გიორგი ამჯერადაც არ დამხვდა შინ,ნუციკოს ეძინა,გაღვიძების თხოვნა მომერიდა და მხოლდო მეორე ოთახიდან მძინარეს შევავლე თვალი,ეძინა და საერთოდ არაფერი აწუხებდა,არანაირი შიში არ გააჩნდა,არანაირი ზედმეტი აზრებისაგან არ იყო გადაღლილი,მხოლოდ დედის კალთაზე და მის სითბოზე ფიქრისაგან სახეზე ღიმილი აღბეჭვდოდა.ბექასთან რამოდენიმეჯრ დავრეკე არ მპასუხობდა,თავს ძალა დავატანე და მანუჩარის ნომერი გავიხსენე:
-ზურა,ბიჭო სადხარ დაკარგული?
-საშინლად გავცივდი და ვიწექი.
-რაღაცნაირი ხმა გაქვს,თითქოს სხვნაირი!
-სხვანაირი?! ეტყობა გაციების ბრალია.
-მე და ბექა გუშინ ვიყავით შენთან,დიდხანს ვაკაკუნებდით კარზე.
-ეტყობა ღრმად მეძინა,მსგავსი არაფერი გამიგია.
-კარგად ჰო ხარ?
-გავცივდი და სულ ეგაა,ბექა მანდ ჰო არაა?
-იყო,ახლახანს წავიდა,მგონი შენთან აპირებს მოსვლას.
-ვერ მომისწრებს,სოფელში გავრბივარ.
-მშვიდობაა?
-კი,კი. შენ ის მითხარი სასამართლო თუ იყო?
-იყო,შვიდი წელი მიუსაჯეს,გასაჩივრების გარეშე.
-დასწყევლოს ღმერთმა-ამ დროს ნინომ შეშფოთებული სახით შემომხედა,მივხდი გულმოდგინედ ისმენდა ჩემს საუბარს,ქალური ჟინი ყველაფრის და ყველას ამბის ცოდნის შესჩენოდა.
-მანუჩარ,ნახეთ მაინც?
-რამდენიმე წუთით ვესაუბრეთ,შეგუებულია ხვედრს.
-კარგი,რას ვიზამთ?!რაცაა ეგაა... უნდა გავიქცე ახლა მე...ქალაქში როცა დავბრუნდი გნახავ.
პასუხს არ დაველოდე,ხმაურით დავკიდე ყურმილი და ნინოსათან გამომშვიდობების გარეშე გავედი ბინიდან,წასვლას ვჩქარობდი არ მინდოდა ბექას მოესწრო.

                                                                                                                                        პირველი ნაწილის (დასაწყისის) დასასრული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები