***
ცივი და მკაცრი ზამთარი იდგა.მის თავხედობას საზღვარი არ უჩანდა. წასვლას აღარ აპირებდა. ქარი ,სისინით ,დანავარდობდა.მიწიდან თოვლს აიტაცებდა და ჰაერში ნამქერის კორიანტელს აყენებდა..შიშის ზარს გვცემდა. ხის ტოტებზე, თოვლი მიყინულიყო. გაქვავებული წყლის წვეთები ჯადოსნურ არდებებს დამსგავსებოდნენ. დროდადრო, გამვლელის ფეხის ხმა,ხრაშუნს გამოსცემდა.ფანჯრის მინები დაბურულიყვნენ და ქარის ქროლვაზე ძაგძაგებდნენ. შინ ,მარტო ვიყავით. სახლშიც ,ისე ციოდა, როგორც გარეთ.. სიცივისაგან აბუზულები ერთმანეთს ვეხუტებოდით, რომ არ გავყინულიყავით. მარტოები ვიყავით სახლში. დედა ,მამას ადგა თავზე საავადმყოფოში. კვირა დღე გათენდა. ლოგინიდან ადგომას არ ვჩქარობდით. ოთახში სუსხი იდგა. სულგანაბულები და დამფრთხალნი ვუსმენდით ქარის წივილს. კარი გაჭრიალდა ოთახში ქარი ,ისეთი სიძლიეტით შემოიჭრა, ირგვლივ ყველაფერი აძიგძიგდა. საბნიდან თავი წამოვწიე .ზღურბლთან, ჩემი დამრიგებელი, მე - 2 ეკლასის მასწავლებელი ,ქსენია ჭირაქაძე იდგა.სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა მაგიდას და ხელჩანთიდან პროდუქტები ამოალაგა, ბოთლით რძე ფუნთუშები და პეჩენიები.ერთი კი, გადმოგვხედა მზრუნველი თვალით და სწრაფათ გავიდა ოთახიდან .სირცხვილისგან სახე ამელეწაენა დამება , თვალებს ვერ ვუჯერებდი, ჩემი ქსენია მასწავლებელი, ჩემი მკაცრი მასწავლებელი.სულ დამფრთხალი ვიყავი,როცა ვხედავდი, ვიცოდი, რომ „უჩინმაჩინის ქუდას“ ეხურა და ჩვენთან რომ არ იყო(ასე გვეუბნებოდა) ,მაშინაც გვხედავდა,ყველაფერს ხედავდა და კლასში მარტონიც, ჭკვიანად ვიქცეოდით იმ ქუდის შიშით. ახლაც, დაგვინახა ,რომ გვშიოდა და ამ ყინვაში მოვიდა...რომ გვციოდა,ისიც შორიდან დაინახა და მეორე დღეს,უკვე, სკოლის დირექტორითან ,ედუარდ თავაძესთან ერთად მოგვადგა. , .ურმით,შეშა მოიტანეს, იქვე ,კართან დაცალეს და გაბრუნდნენ. მაშინ, მეორეკლასელი ვიყავი...
***
ქსენია მასწავლებელი, პერიოდულად, ჟურნალებს შემოგვიტანდა და ყველას მერხზე სათითაოდ გვირიგებდა.რა სიხარული და ბედნიერება მოყვებოდახოლმე..„დილა“ ასე ერქვა საბავშვო ჟურნალს.იქვე ამშვენებდა სოსელოს ლექსი.„აყვავდი ტურფა ქვეყანავ , ილხინე , ივერთ მხარეო. და შენც , ქართველო სწავლითა, სამშობლო გაახარეო. “ სათუთად ვშლიდით ფურცლებს და ჯერ ნახატებს ვათვალიერებდით ,შემდეგ ვკითხულობდით, ლექსებს, იგავარაკებს,ანდაზებს, , დარიგებას, რებუსებს ვხსნიდით. მასწავლებელი ,კი იდგა და სიყვარულით ადევნებდა თვალს, ჩვენს ბედნიერ სახეებს. ჩემი გაკვეთილები .დილის ცვლაში იყო, .ჩემი პირველკლასელი დაიკო , კი შუადღის ცვლაში.ამიტომ იგი, დილიდანვე , მომყავდა,საკლასო ოთახის კართან ვტოვებდი, რომ დამლოდებოდა. ქსენია მასწავლებლის ყურადღებას, განა, რამე გამორჩებოდა?..შემოიყვანდა და გვერდში დამისვამდა . შეიძლება,არც, კი იყო მკაცრი.მე, თვითონ მშიშარა ვიყავი და შეიძლება ასე მეჩვენებოდა.რუსულის გაკვეთილზე გამოთქმას, რომ გაუსწორებდა მოსწავლეს და ამეორებინებდა,ხოლმე, გულში ვფიქრობდი ,ერთნაირად ამბობენთქო, სხვაობას ვერ ვხვდებოდი და ვნატრობდი, ჩემთვის არ ეკითხა.... შესვენებაზე, ქსენია მასწავლებელს,მე და ჩემი დაიკო ბუფეტში ჩავყავდით.გამოგვიტანდა ფუნთუშებს,ორცხობილას,კაკაოს,დაგვილაგებდა და თან გვეტყოდა ,არ იჩქაროთ.როცა დაასრულებთ,, მაშინ შემოდით.გაკვეთილზეო. .მეორე კლასი რომ გავასრულეთ, სკოლის დირექციისგან მოცემული ჯილდოები დაგვირიგა და სამახსოვრო ფოტოც, გადაგვიღო ყველას. ჩემი ჯილდო, „მეთევზე“ ილუსტრაციებით, არ იყო სხვების მსგავსად გაფორმებული და ატირებული დავბრუნდი სახლში მე, უმადური ბავშვი. . *** .ქსენია მასწავლებლის ა სიკეთემ და მზრუნველობამ ჩემში დაივანა, ყველა უჯრედამდე გაიდგა ფესვები და ,მიბიძგა პროფესიის სწორად შერჩევისკენ..ის ჩემთვის, პედაგოგის ეტალონად იქცა, ყოველთვის ვცდილობდი, ეს სახელი ღირსეულათ მეტარებინა.და თავი არ დამეზოგა, მოსწავლის სულიერების სწორად ჩამოყალიბებაში.მეცხოვრა მათი ტკივილითა და სიხარულით. „ცუდი ბავშვი არ არსებობსო, უნდა მოუძებნო დადებითი თვისება და იქედან დაიწყო მისი აღზრდაო,“ -მასწავლიდა დედაც, რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი თინა ლანჩავა. *** გავიდა დიდი დრო...მხოლოდ, ორჯერ ვნახე,იგი, თან, ერთიდაიმავე ადგილას.(???) მგზავრებით დატვირთული ტროლეიბუსი, რუსთაველის ხიდს მიუახლივდა და გაჩერდა.ფანჯარასთან მჯდომს ,ხიდქვეშ, მონავარდე რიონის ტალღებისკენ გამექცა თვალი და ფიქრები. რიონის ტალღები ნებივრად ტრიალებდნენ თეთრ ქვებს შუა. უცხო სხეულებს პატიმრებივით, მიერეკებოდნენ დინებისკენ.ალაგ ალაგ ,კალაპოტიდან პატარ- პატარა ა მოზნექილ „კუნძულებს“ ამოზნექილ თეთრტალღები ქვებს ამოზნექილ ისე ,ურცხვად ეჯახებოდნენ, იქიდან ამოჭრილი ნიავი ხიდზე ,ფეხით მოსიარულეებს , უხერხულად უფრიალებდა სამოსს და თმას უწეწავდა. აი, იქ , დავინახე ამდენი წლის შემდეგ. ნელი ნაბიჯებით მომავალი , მოხუცი ქალბატონი. საოცარია, მაშინვე ვიცანი წელში საკმაოდმოხრილი,თმაშევერცხლილი, დიდრონისათვალეებით.ღრმა ფიქრებში გართული. ვიცანი. მისი კეთილშობილი სახეთი..თითქოს ბავშვად გადავიქეცი.“გააჩერეეეთ, გააჩეეერეთ!-“თქო, ვყვიროდი. სწრაფად ჩამოვედი ტრანსპორტიდან.მივუახლოვდი,მივესალმე,ღრმად ჩაფიქრებულმა, ვერ, შემამჩნია.მინდოდა, მადლობა გადამეხადა, მინდოდა ჩავხუტებოდი. მინდოდა დამეკოცნა.მაგრამ .ვერ გავბედე ,მისი მყუდროების დარღვევარაღაც ძალამ შემაჩერა, შემაკავა.დამენანა,მადლობის მერდება.ვერ ვახერხებ თქმას..“სხვა დროს იყოსთქო“, გადავდე სათქმელი.,როგორც ხდება ხოლმე, გადავდებთ და მერე, სულ ვნანობთ... *** .მერე, მეორედაც.... ტროლეიბუსმა, სვლა შეანელა.მიცვალებულს მიასვენებენო- აწრიალდნენ მგზავრები., გული უსიამოდ შემეკუმშა. აღარ დაველოდე ტრანსპორტს, ფეხით სწრაფად, გავუყევი გზას. პროცესია, საკმაოდ გრძელი იყო. გეზი საფიჩხიის სასაფლაოსკენ აეღო. უკვე, მოედანს უახლოვდებოდნენ. წინ ყვავილებით დატვირთული „ კატაფალკა მიუყვებოდათ.პატარა ბიჭს ,ხელში მიცვალებულის სურათი ეჭირა.დანარჩენები კი, ნელა მიმავალი ,მანქანიდან უხვად ყრიდნენ ,წითელ მიხაკებსა და ვარდებს. მიცვალებულს ,წითელ ხალიჩას ფიანდაზად ,უშლიდნენ.პროცესია მდუმარედ მიიწევდა დამწუხრებული.ფეხს ავუჩქარე.გვერდი ავუარე ხალხის მასას. დავწინაურდი..... ემშვიდობებოდა ქალაქს, ვალმოხდილი, შრომით დაღლილი, ათასობით ბავშვის აღმზრდელი, ჩემი სათაყვანებელი ქსენია მასწავლებელი.აცილებდნენ თვალცრემლიანი ნამოწაფრები ,დამწუხრებულები.უკანასკნელ გზაზე და იწვა სასახლეში.ვალმოხდილი, დაუძლურებული, ვერცხლისფერი თმა, ერხეოდა ნიავის ქროლვაზე...ეთხოვებოდა ქალაქს, რომელსაც კეთილსინდისიერად ემსახურა. ავედევნე სასახლეს.ყელში ბურთი გამეჩხირა .ტირილი წამსკდა..კიდევ მინდოდა მეთქვა სათქმელი...მადლობა...მადლობა...ქსენია მასწ....დაგვიანებული მადლობა - მეთქი..ახლა. ხმამამღლა მინდოდა მეყვირა .მთელი სამყაროს გასაგონად. ესეც, ვერ შევძელი...მხოლოდ, .ვლუღლუღებ...მაპატიეთ დაგვიანებული მადლობა.... პროცესია მდუმარედ მიდიოდა და ქვაფენილზე დროდადრო ეცემოდნენ წითელი ყვავიილები. ნათელი შენს სპეტაკ სულს, ნათელი, ჩემო დაუვიწყარო, კეთილო ქალბატონო , მაპატიე...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ძალიან გულიანად დაწერილი მოთხრობაა. 5 ძალიან გულიანად დაწერილი მოთხრობაა. 5
2. ძალიან განვიცადე... ძალიან განვიცადე...
1. ადამიანი ...
ადამიანი ...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|