ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2020


ოქრო-მჭედელი

დუმილი იუველირის მასალაა,
მე მინდა  სახმო იოგებს მოვარგო.
რომ არ ამოვთქვა სიტყვები,
რომელიც ყურს ჭრის...
ყურმოჭრილი კაცი კი,
მხოლოდ მჭედლის მასალაა,
ანუ ხელებზე ხუნდი!
...
წადი!
სამგზის შემობრუნდი და
თავიდან დაიბადე...

მე -
დუმილის დნობა მირჩევნია -
უფრო კეთილშობილი საქმე!

19.02

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები