ამ მთების იქეთ მთებია კიდევ, ამ გზების იქეთ გზებია კიდევ, ამ გულის იქეთ გულია კიდევ, მარადისობას წამოვუდგეთ ფეხზე! ამ ზეცის იქეთ ზეცაა კიდევ, ამ რწმენის მიღმა ღმერთია კვლავაც, ერთსა გთხოვ ღმერთო ყოვლისმხილველო: „სიძულვილი ნუ გახდება სიყვარულზე მეტი.“ ამ ტრფობის იქეთ ტრფობაა კვლავაც, მოყვასი კი ისევ ისე გვიყვარს. ამ სევდის მიღმა სევდაა კვლავაც. ბოროტება ვერ გახდება სიკეთეზე მეტი! ამ რწმენის მიღმა ღმერთია კვლავაც. მარადისობას წამოვუდგეთ ფეხზე!