ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შირო
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2020


ლილითი

ცეცხლისგან შემქმნეს....
და იწვოდა სული ჩემი შენდამი ნდომით...
შენი ვიყავი,
და შენ ჩემი...
თანაბრად, ადამ....
შენთან ვიგემე სიყვარულის პირველი ჭიქა,
მაგრამ დრო ჩვენი განშორების სულ მალე დადგა...
შენ დაივიწყე ჩემი ტანის თბილი სიმძიმე...
ჩემი სიშორე შენთვის მხოლოდ სიზმარი გახდა...
ევა იცოლე და იმავ წამს, როცა დამწყევლე,
ლილითი შენი სიზმარეთის ღმერთქალი გახდა...

2014 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები