ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
2 მარტი, 2020


ანტივირუსი

ანტივირუსი

- ანუშკები, გამოდი რა !
- არ მიშვებს დედა, კორონავირუსიო!
- გამოიპარე!
- აბა, როგორ თვალს არ მაცილებს!
- ანუ შინაპატიმრობა გაქვს!
- არა, არც ასეა, უბრალოდ არ მინდა ინერვიულოს, წნევები აქვს!
- დედას გოგო ხარ, ანუ!
- ხო, ვარ!
- ყოჩაღ, ელენე!
- იცოდე სტუმრად რომ მოხვალ ელენე არ დაუძახო!
- აბა დედაჩემს არ ვეძახი დედას !
- ქალბატონო ელენე-თქო!
- ხო, კარგი გავითვალისწინებ! მოვდივარ ახლა შენთან!
- უი, გაგიჟდება! ახლა არა, რა მერე, სხვა დროს!
- მერე როდის?
- ჩაიაროს ეს ვირუსია თუ ჯანდაბა!
- ანუშკებ, კარგ რა ერთი ჩვეულებრივი ვირუსია, მაგან შეგაშინა!
- არა, არ შემაშინა, მაგრამ...
- ხოდა გამოდი, რა! გაზაფხული მოვიდა, რა დროს ვირუსია, პირველი მარტია... არტოს ბაღში ჩამოვჯდეთ, აი ის შაშვი მოფრინდება, შენ რომ ყვავი გეგონა...!
- ის, გეხუმრე!
- ვიცი!
- კარგი მოიცა გავთიშავ ახლა აბა და ვთხოვ, იქნებ ცოტა ხნით გამომიშვას! სამეცადინო გვაქვს-მეთქი, ვეტყვი!
- ოკეი!

* * *

- დე, გავალ რა ცოტა ხნით, სემინარი გვაქვს მოსამზადებელი...
- ის გირეკავდა ხო!
- კარგი ბიჭია, დე!
- კარგი ბიჭია კი არა ვირუსია, მოუცილებელი... შეიძლება დღეში ათჯერ დარეკვა? ეს ერთი კვირა დღე იყავი სახლში, პირბადეც არ გაქვს!
- არა დე, ვირუსი არ არის, უფრო ანტივირუსია, არ მომივა არაფერი!
- არა-მეთქი!, გინდა ახლა ისევ წნევამ ამიწიოს?!
- ხო კარგი, კარგი!

* * *

- არაო, თოკო!
- რადაო!
- ერთი კვირა დღეა და სახლში იყავიო, თან ეს ვირუსებიო!
- დარწმუნებული ვარ ჩემზეც გეტყოდა ვირუსიო...
- არააა..
- ისე იცინი, უთქვამს ანუ...
- ხო, კარგი, რა იყო, ისე გამეცინა!
- ელენეს შუადღის ძილი არ უყვარს? რომ დაეძინება გამოდი!
- რა შუაადღის ძილი ღამე ძლივს იძინებს!
- ადამიანო, გაზაფხულის პირველი დღეა და მინდა გნახო!
- მეც მინდა. მაგრამ არ გამოდის!
- ხოდა, მე გამოვალ!
- ჰოო, კარგი ახლა, ხვალ ხო გნახავ!
- შენ არსად წახვიდე!
- ჭაში ჩავარდნილსავით გიპასუხო: „არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?“
- ოკეი.

* * *

,,გაზაფხული შემოსულა, ან..
რია-რია გაუმართავთ ჩიტებს... „
- ანა, ვინები არიან!
- ჩემი ჯგუფელებია, დე...
- ისიც მანდ არის?
- კი!
- გადარევს მეზობლებს, ახლავე უთხარი წავიდნენ!
- ვერ ვეტყვი, დე...
- მოიცა მაშინ მე ვეტყვი, ერთი სურათი გადავუღო და პოლიციას გადავუგზავნო...

* * *

- ქალბატონო ელენე, ცოტა გამხდარი გამომაჩინეთ, რა...
- ეს არის შენი ანტივირუსი?
- კი, ეს არის დე...
- წადი და ერთ სათში სახლში იყავი იცოდე!

01.03.2020 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები