| ავტორი: მუხრან აბაშიძე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 3 მარტი, 2020 |
დედობრივი მზრუნველობა თვითონ ქალშია, ამიტომ დედობა შვილის გაჩენით კი არა, ქალის გაჩენით იწყება და დედამიწა-დედაენა-დედასამშობლომდე გრძელდება. მაშ, ყველას, ვინც დედაა, მომავალი დედაა ან უშვილოა : გილოცავთ დედობას, იმ სიმაღლეს, რომელსაც სრულად ვერასოდეს მოგილოცავთ ვერც სიტყვით და ვერც საქმით, რამეთუ არა მხოლოდ წუთიერ სიცოცხლეს აძლევთ ბავშვს, არამედ გამძლეობის სულსაც უნერგავთ, რითაც იმკვიდრებს ის მარადისობაში... - ზოგჯერ, გამთენიისას, ბავშვის ტირილით გაღვიძებული, თქვენი სიხარულით დაღვრილი ცრემლით სუნთქავს ის დღე, ის წუთი, ის განთიადი, დედამიწა, დედასამშობლო, მე სხვა რა უნდა მოგილოცოთ. - ,,ჩვენ რომ გვიყვარხართ, სამშობლო რომ გიყვართ, ღმერთი რომ გიყვართ, მზე და ყვავილები (ქმარ-შვილი)", - ამას გილოცავთ:
...და როცა ბედად დატრიალდა, - გაჩენის დღიდან, - ადამის მოდგმამ დაულოცა სიმარდე ბორბალს, და დედამიწამ იწამა, რომ სიცოცხლე წვიმდა, და სიწმინდეში აღმოცენდა დედობრიობა.
ავტორი: მუხრან აბაშიძე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|