ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
14 მარტი, 2020


ხდება ხოლმე

ქარიანი დღე იყო.

მოკლედ, ვზივარ ავტობუსში და მივდივარ სამსახურში, ჩემი ყურადღება ქალმა მიიპყრო..მას თმაში ფოთოლი ქონდა გაჩხერილი....ყურადღებით ვაკვირდებოდი, ფოთოლია თუ თმის სამაგრი???იმან კი იფიქრა, იმ უბედურმა რომ მოვეწონეო..დაიწყო თმის სწორება, სათვალე ხან მოიხსნა, ხან გაიკეთა....ის ფოთოლი კი არა და არ ვარდებოდა ძირს..ამან გაგამხიარულა და ახლა უკვე გაღიმებულმა შევხედე...ის სულ გადაირია!....სათვალე ისევ მოირგო და მერე თმა ცალ თვალზე (სათვალეზე) ჩამოიყარა....თან ტელეფონი ამოაძვრინა და საკმაოდ დემონსტრატიულად შევიდა ეგრეთ წოდებულ ინსტაგრამზე...იქაურ ფოტოებს, ცალი თვალით ნახულს ხომ უკვე ვეღარ გადმოვცემ..არ მეყოფა არც ემოცია და არც ფანტაზია...ის ფანტაზია, რაც ვერა და ვერ ელეოდა იმ ქალბატონს...ის ცმუკავდა და ხტუნავდა როგორც პატარა ციყვი!....ბოლოს კი როცა დარწმუნდა მე მის გაცნობას არ ვაპირებდი და ადამიანთა მოდგმის ერთ უცნაურ ეგზემპლართან ქონდა საქმე, კარგი ბანქოს მოთამაშესავით ბოლო, გადანახული კოზირი დააძრო....
ეს იყო წიგნი, დიახ, წიგნი..დოსტოევსკის თეთრი ღამეები და ამით საბოლოოდ მომინადირა ..(მისი აზრით)

შემდეგ მე ჩავედი....ისე ჩავედი რომ გამოსათხოვარი მზერაც კი არ ვტყორცნე..მაგრამ მე დარწმუნებული ვარ , დიახ, დარწმუნებული რომ მისი პატარა თითები, რომელიც წიგნს შემოსალტვოდა, კიდევ ხუთიოდე გაჩერების განმავლობაში თრთოდა .....


ს.ნ. 2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები