ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
15 მარტი, 2020


Анна Ахматова – Ты ошибся

ანა ახმატოვა - შემცდარხარ

გადავავადე ოცნებები, სჯანით მაშვრალი
მოველი ზამთარს,  არ ელიან ვითარცა სხვები.
გახსოვს, შემპირდი - ამინდები დადგება მშრალი?
თუმც ყოველდღე წვიმს და გაბეზრდა გული თავსხმებით.

სახლის სარკმლიდან გაკვირვებით მიმომზირალი
ვეღარ ვასხვავებ მოლანდებას და სინამდვილეს,
გახსოვს, ამბობდი, რომ ცხოვრება არის სიზმარი?
გამოფხიზლება კი ცხოვრებას ვერ მიადვილებს...

ხვალ ისევ უნდა ვითამაშო როლი ღიმილით,
კვლავ შევიკავო თავი გულის მოოხებისგან,
გახსოვს, ამბობდი, სიყვარული არის ტკივილი?!
თუმცა შემცდარხარ - სიყვარული ჯოჯოხეთია!

15 მარტი, 2020 წ.



Анна Ахматова – Ты ошибся

Отодвинув мечты и устав от идей,
Жду зимы, как другие не ждут.
Помнишь, ты обещал, что не будет дождей?
А они всё идут и идут…

Удивлённо смотрю из квартирных окон —
Я во сне или всё ж наяву?
Помнишь, ты говорил, что вся жизнь — это сон?
Я проснулась, и странно, живу…

А назавтра опять мне играть свою роль,
И смеяться опять невпопад.
Помнишь, ты говорил, что любовь — это боль?!
Ты ошибся, любовь — это ад!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები