ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: დარემო
ჟანრი: პროზა
16 მარტი, 2020


სასჯელი უდანაშაულოსთვის თვითმარქვია ღმერთისგან

1.
ბაცი ცისფერი შუქით განათებული უზარმაზარი ოთახი ავისმომასწავლებლად დუმდა. ცარიელი შავი კედლები და მათში ჩამჯდარი რომბის ფორმის უსიცოცხლო განათება ნამდვილად არ შველოდა ამ ატმოსფეროს.
ორი ასევე შავი, ოდნავ კომფორტული სავარძელი პატარა მრგვალი მაგიდის წინ იდგა, მხოლოდ ერთი იყო ცარიელი. მაგიდა და სავარძლები ფანჯრის წინ იდგა, საიდანაც კოსმოსი იღვრებოდა და ლურჯი პლანეტა ილანდებოდა.
კარგად დაკვირვებული და მცოდნე ადამიანი, მარტო ამ ხედით მიხვდებოდა, რომ ეს სადგური პლანეტა სივილს 3-ს დაჰყურებდა, ან როგორც ადგილობრივები ეძახდნენ, ნაუტიკას.
სავარძელში მჯდომი ჰუმანოიდი შეირხა, რადგან ოთახის მეორე ბოლოში რომბის ფორმის კარი გაიღო და ორი ფიგურა შემოვიდა. სავარძელში მჯდომი გასწორდა და ბაც შუქზე კიდევ უფრო გაფერმკთალებული ცისფერი კანი მოუჩნადა, რომელიც თეთრი, წვრილი ზოლებით იყო დაფარული. მწვანე ნაჭრით ნაქსოვი მოსასხამი ემოსა, რომელიც თავს უფარავდა, მაგრამ ხელებს არა. მაჯებზე კი უამრავი წვრილი სამკაული ესხა.

ორივე ფიგურა მთლიანად იყო დაფარული, ერთი სუსტი და დაბალი, ხოლო მეორე ბუმბერაზი და მაღალი. ნიღაბზე მხოლოდ ერთი, იასამნისფერი რომბი იყო გამოსახული. სხვა ყველაფერი მხოლოდ შავი ფერის და მეტი არაფერი.
მომცრო ტანის სავარძელში დაეშვა, ხოლო მეორე გვერდით დადგა.
ნაუტიკის ამ ნაწილში ღამდებოდა. კოსმოსური ხომალდი, რომელიც გალაქტიკის ფედერაციას ეკუთვნოდა და პლანეტის მესამედს უდრიდა ზომაში, უძრავად ეკიდა უსასრულობაში და მხოლოდ საკუთარი არსებობით იწვევდა ქაოსს პლანეტაზე.მისი გრავიტაციული მიზიდულობა ქარიშხლებს და კონტინენტების ხელა მორევებს ქმნიდა. ზარალი და მსხვერპლი დაუთვლელი იყო.  გამოჩენიდან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გამოაგზავნეს ხომალდი პლანეტის წინამძღოლის მისაღებად სადგურზე. მიუხედავად იმისა, რომ ნაუტიკა სამ ნაწილად იყო დაყოფილი, სამი ქვეყანა ხვდებოდა, რომ ახლა უაზრო ფეოდალიზმის დრო არ იყო, ამიტომაც სულიერი და ლიდერი აირჩიეს გასაგზავნად.

ხომალდი ეკიდა, დრო გადიოდა. დუმილი საშინლად გაიწელა. ბოლოს მეტალის მოგუდული ხმა გაისმა ნიღბდიან.
- ჯრნგიზ ტლმ თთკ ჰრლი, როგორც ვიცი საერთო ენაზე საუბრობთ, უბრალოდ ჯანის დაგიძახებ. მითხარი თუ იცი აქ რატომ ხარ?
ჯანი სავარძელში გასწორდა და გამშრალი ტუჩები მოილოკა. წყლის ზევით ყოფნა წესით რამოდენიმე დღე შეეძლო, მაგრამ აქ სამი საათის შემდეგ უკვე ცუდად გრძნობდა თავს.
მოსასხამი თავიდან გადაიგდო და ჯიქურ მიაშტერდა ნიღაბს. თავზე ფარფლის მსგავსი წანაზარდი ჰქონდა მოკეცილი, ლურჯი წვრილი, ცისფერი ზოლებით დაღარული თვალები და გადატკეცილი სახის კანი უცნაურ იერს სძენდა. ყელზე, ლაყუჩებზე სპეციალური აპარატი ეკეთა სასუნთქად.
- ჩვენ არაფერი ვიცით, თქვენი აქ ყოფნის მიზეზის გამო. უკვე ორი კვირაა ვბჭ....
- ანუ არ იცი რატომ ვართ აქ? დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გძულვართ იმის გამო რაც თქვენს პლანეტას ემართება, მაგრამ ჩვენს მოსვლამდეც გქონდათ პრობლემები როგორც ვიცი და როგორც იცით.
ჯანის არ უპასუხია.
- დიახ დიახ, როგორც ვიცი შენ საკმაოდ ასაკიანი ხარ, კ-19 კი სწორედ თქვენნაირ ასაკოვნებს ურტყავს, აჰ მაპატიე კ-19-ს თქვენ როგორც ტუ კთტ-ს ისე იცნობთ, საერთო ენაზე რომ ვთარგმნოთ, მზით განწმენდას ნიშნავს. საკმაოდ უცნაურია ასეთი ფანატიზმი თქვენგან, განვიტარების ასეთ დონეზე.
- განვითარება სულს არ უნდა ჩრდი..
- არა გმადლობთ, არ მინდა ახლა უაზრო თეოლოგიის მოსმენა. იცით რას იწვევს კ-19 სხვა არსებებში? თქვენ უბრალოდ გკლავთ. სხვებში მუტაციას იწვევს. ახლახანს წავიკითხე მოხსენება. ჯანი, გსმენია პლანეტა ნეიფაბის შესახებ? იქ კ-19 თვითაალებას იწვევს. შინაგან თვით აალებას. რატომ და რანაირად არავინ იცის, ფედერაციის საუკეთესო ექსპერტებიც კი მხრებს იჩეჩავენ.
- თუ ასეთი ამოუცნობია და გაუგებარი, საიდან იცით, რომ ნამდვილად ეს კ-19ია და ის რომ ეს ჩვენთან რამე კავშირშია.

ჯმუხი თითქოს შეირხა და დაბალი თითქოს სავარძელში გასწორდა, მაგრამ ზუსტად შეუძლებელი იყო ამის გარჩევა.
- ბატონო ჯანი, ჩვენ სულელები არ ვართ. ფედერაციამ ყველაფერი იცის. ეს ვირუსი აქ, ნაუტიკაზე დაიწყო, უფრო სწორად აქ დიდი ხნის წინ არსებობდა, მაგრამ ახლახანს დაიწყო ასე გავრცელება. ბევრი ცდა და ექსპერიმენტი ჩავატარეთ, მაგრამ მისი განკურნება შეუძლებელია. სხეულში მოხვედრისთანავე ის ნერვულ სისტემას ეპატრონება, ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ ის არა ვირუსი არამედ ცოცხალი ორგანიზმია.
- თუ დიდი ხანი არსებობდა ჩვ..
- ის რომ ახლა დაიწყეთ სხვა სისტემებში მოგზაურობა, ყველგან სადაც წყალია, თქვენი ნამდვილი ოკეანის საპოვნელოად. თქვენმა პილგრიმობამ გამოიწვია ეს ყველაფერი. თქვენს გენში არის ერთი ნაწილი, რომელიც განსხვავდება უმრავლესი ჯიშისგან რაც კი გვინახავს, ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს წერტილი გიცავთ თქვენ უმეტესად.
- თუნდაც მასე იყოს, ჩვენი ბრალი არაა ეს ყველაფერი.
- მართალია, თქვენი ბრალი არ არის, მაგრამ ასე ვერ დავტოვებთ ამას. მას შემდეგ რაც ვარსკვლავთ შორისი ნახტომები ასე ხელმისაწვდომი გახდა, თქვენს პლანეტაზე და ამ სისტემაში უხვადაა ყველაფერი რაც გჭირდებათ. თუნდაც ფედერაციიდან გაგრიცხოთ და აგიკრძალოთ ჩვენთან ურთიერთობა. ეთერიული ინტერნეტიდან ვერ გამოგრთავთ, ეს შეუძლებელია. ასე რომ ჯანი, მითხარი, რა გავაკეთოთ.
- ვფიქრობ რომ..
- რიტორიკული შეკითხვა იყო, არ მაინტერესებს რას ფიქრობთ.
ოთახში ახლიდან ჩამოვარდა სამარისებული სიჩუმე. მჭიდროდ და საუცხოოდ ნაგები ხომალდი არანაირ ხმას არ გამოსცემდა. ჯანი ვერ ხედავდა მისი მოსაუბრის გამომეტყველებას, ისიც არ იცოდა სახე ჰქონდა თუ არა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო.
- შვილები გყავს ჯანი
- არა.
- საყვარელი....არსება?
- ყველა ვინც ჩემი მოწაფეა.
- რამდენი მოწაფე გყავს ჯანი
- ყველა.
სიჩუმე უფრო მეტად გაიწელა, ჯანის საუბარი უნდოდა, მაგრამ არ იცოდა რა ეთქვა, თან გრძნობდა, რომ ხმა არ უნდა ამოეღო.
უცებ მის წინ მჯდომი ფიგურა შეირხა და ღრმად ამოსუნთქვის მსგავსი ხმები გამოსცა.
- შვიდი მილიარდ, ორას ათი მილიონ სამოცდაცამეტი მოაზროვნე სულიერი და რამდენი ცოცხალი ორგანიზმი ვინ მოთვლის. ჯანი, შენ არ ხარ დაინფიციქრებული, შენ და კიდე ას ოთხმოცდაცხრამეტი ინდივიდი ვინც ხომალდზე ამოვიყვანეთ. თქვენ გადარჩებით.
ჯანის გონებამ თითქოს სპეციალურად არ აღიქვა ბოლო სიტყვები, რაღაც მასში ცდილობდა რომ განშორებოდა რეალობას და დაბრუნებულიყო სამი წუთის წინ, როდესაც ჯერ კიდევ გაურკვევლობაში იყო.
- როგორ?
- ბევრი ხერხი ვიფიქრეთ, ალბათ ფიქრობ, რომ შეგვიძლია პლანეტა ხელის ერთი აქნევით გავაქროთ, მაგრამ ასე ადვილი ნამდვიალდ არაა. ნაუტიკსა და თქვენს ვარსკვალვს შორის, სპეციალური დამუხტული ბარიერი ავღმარტეთ, რომელიც ფოტონებში ენერგიას აასმაგებს.
- ფოტოენბი ანუ?
- აჰ თქვენ ხომ მეცნიერი არ ხარტ. არ მინდოდა ესე პირდაპირ თქმა, მაგრამ წყლის ტემპერატურა სულ მცირე გაათმაგდება. ვერაფერი გადარჩება ამ ტემეპრატურაზე. ისე თქვენი სახელი ამ ვირუსზე ნამდვილად ირონ..
ჯანი ადგილს მოსწყდა და უნდოდა რომ ხელები კისერში წაევლო, მაგრამ ჯმუხი მასზე სწრაფი არმოჩნდა, მოქნეულზე ხელმა, რამოდენიმე მეტრზე გაისროლა და ფანჯარას მიანარცხა. ჯანი წამოდგა და უცებ გააცნობიერა, რომ პლანეტას ფერი შეეცვალა. თითქოს მოძრაობდა, აქედან რთული გასარჩევი იყო, მაგრამ უცებ გააცნობიერა, რომ პლანეტა კი არ მოძრაობდა, არამედ დუღდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები