ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2020


ექსპრომტი ნაავადარი ნატატოსათვის

ნინო დარბაისელი

ექსპრომტი ნაავადარი ნატატოსათვის
- - - -

ვარადა გოგო, ვარადა,
ვარადაშვილო გვარადა,
თავი ვინ შეგაყვარა და
დაგტოვა გულდამწვარადა?
რა სიტყვა დაგიბარა და
რამ ჩამოგაგდო ბარადა?

ცაში - ვარსკვლავთა სწორი ხარ,
მნათობთა მოსაწონი ხარ,
ოქროთი ასაწონი ხარ,
თურმე ეულად წოლილხარ,
ავადა, ყელმტკივანადა.

უშენოდ კვერი ობლისა
გარეთ ვერ გამომცხვარა და,
გამოდი,
გახრიოკებულ გულებს დაედე ცვარადა!
სხვათა წყლულების მალამოვ,
თავს არ მიიჩნევ არადა,
იმათი საცოდაობით ცრემლები დაგდის ღვარადა,
ღვარადა, ნიაღვარადა,
არადა, იქნებ მალამო თავადაც გინდა, ვარადა!
ვარადა გოგო, ვარადა!
ვარადაშვილო გვარადა,
ეს ლექსი ნაუცბათევი
მიიღე საბოძვარადა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები