ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2020


ზღვარი



შენს თავს ზღვარი თუ არ დაუწესე,
რომ სხვა ნაპირის ცაც კი მკვდარია.
შენს თავს ტარი თუ არ დაუყენე,
თოხის პირსაც გალესვა ქერქავს.
ხელს გამოშვერენ,
დაგადებენ ცხენის ნალის რკინის სანიღბეს.
ისედაც მუნჯი..
სიმუნჯეში ყველა ცოცხლდება.
შენს ფიქრს ეჟვანი თუ არ შეაბი,
საზღვარი დაგცემს აღვირს პირზე,
ზურგზე კი სახრეს..
ფიქრები გაქცევს არატუტუც მოკაკანე მტრედს,
თავადვე სახრედ გადასკდები, დამღიანდები,
სათქმელი მისთვის დაგეწესა, რომ დაგამუნჯოს.

      ა.მ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები