ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: პაპუნა გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2020


არჩევანი

ფანჯრის მიღმა ტყემლის ხეა, ახლად ამოკოკრილი ყავილებით,
ჩემს ზურგს უკან ტელევიზორია, ახალი და ძველი პოლიტიკოსებით,
მარცხნივ პატარა კუთხეა, ებრაელი ფილოსოფოსით და თანამემამულე ოკუპანტით,
მე კი ვდგავარ ფანჯარასთან, და როცა ვიცი რომ მწერალი მქვია,
ვფიქრობ რაზე დავწერო?!

რა თავხედია წერის ჟინი, სულ სულღაფია,
ნუთუ მივენდო ტყემლის ხეს და დაბლა მიმოსებს,
ანდა მივუძღვნა თვით შემოქმედს ჰიმნოგრაფია,
თუ ყური ვუგდო რას მიქადის პოლიტიკოსი?

იქნებ მოვნახო ცნობიერში სულ სხვა ფუნქცია,
და დავუწესო წერის სურვილს რამე სანქცია,
ნუთუ მოკვდება უჩემობით ევოლუცია
და დაიწყება მასობრივი დეგრადაცია?

ფანჯრის მიღმა ტყემლის ხეა, ახლად ამოკოკრილი ყავილებით,
ჩემს ზურგს უკან ტელევიზორია, ახალი და ძველი პოლიტიკოსებით,
მარცხნივ პატარა კუთხეა, ებრაელი ფილოსოფოსით და თანამემამულე ოკუპანტით,
ხოლო მარჯვნივ _ ტუალეტია!
იქნებ სულაც არ არის წერის სურვილი, ის რაც მაწუხებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები