ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: გიორგივარამაშვილი
ჟანრი: პროზა
21 მარტი, 2020


ქუჩის მუსიკოსი

                                        ქუჩის მუსიკოსი
  ზაფხული მიიწურა. ბუღისგან გადამწვარ მიწაზე ნელ- ნელა სიგრილე შეიჭრა, რომელიც მალე სიცივედ და წლის ბოლოს ყინვად იქცა. მთელმა წელიწადმა ისე გაიარა როგორც წინა წლეები იყო. თითქოს განსხვავებული არაფერი მომხდარა. ქუჩებში მოძრავი ადამიანები მიჩვეულიყვნენ რუტინას, ცდილობდნენ რაღაც ახალის დაწყებას ცხოვრებაში, ზოგს გამოსდიოდა და ზოგს არა, ვინც  ნოუჰაუს ჰქმნიდა, რაღაც პერიოდის მერე ეს განსხვავებული მდგომარეობა ყოველდღიურად ტრადიციად ექცეოდა და ისევ რუტინაში ვარდებოდნენ. ყველა ადამიანს განურჩევლად სქესისა და ასაკისა ჰქონდათ ერთი საერთო- ყველა თავის საქმეზე მიიჩქაროდა.
  დეკემბრის ერთ დილას პირველ გიმნაზიასთან კაცი გაჩერდა. მუსიკალური ინსტრუმენტის ბუდე, რომელიც ხელში მხარზე ჰქონდა გადაკიდებული, უცბად მიწაზე დააგდო, იქიდან ამოიღო ვიოლინო და დაუკრა. იმ დღეს ცივი და სუსხიანი ქარი ჰქროდა. მუსიკა ქარის ზუზუნში განსაკუთრებული ჟღერადობით ჟღერდა. გამვლელ- გამვლელები კანტი- კუნტად მოძრაობდნენ, მაგრამ მუსიკოსს არცერთი არ აქცევდა ყურადღებას.  უცბად  მარჯვნიდან კეპის ქუდი წამოვიდა ფრიალ - ფრიალით და მაშინ როდესაც მუსიკოსს უკვე დამთავრებული ჰქონდა დაკვრა და ახალი კომპოზიცია უნდა დაეწყო, სწორედ ამ დროს დავარდა მის წინ. მუსიკოსმა აიღო ქუდი და მის მადევარ ბიჭს მიაწოდა.
-მადლობა ბიძია. თქვა ბიჭუნამ და საპირისპირო მიმართულებით გაიქცა.
  კაცმა გააგრძელა დაკვრა. ხალხის რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ მუსიკოსს  ყურადღებას ისევ არავინ აქცევდა. თუ არ ჩავთვლით ერთ გოგოს და ბიჭს რომლებიც ხელი-ხელ ჩაკიდებულნი თავისუფლების მოედნის მხარეს მიდიოდნენ და მუსიკამ გააჩერა. ცოტახანი უსმინეს მუსიკოსს, შემდეგ ბიჭმა კაცს ათ თეთრიანი დაუდო და წავიდნენ.
  ღამის თორმეტის ნახევარია. ნახევარ საათში ერთი დღე მიიწურება. და დაიწყება ახალი. ქუჩა ცარიელია. ხალხი არა ირგვლივ საერთოდ, ერთი ორ ბომჟს და მუსიკოს თუ არ ჩავთვლით. მან ბუდეში ჩაადო თავის ინსტრუმენტი და გაუდგა სახლის გზას. იქვე ახლო ცხოვრობდა. დღეს  30 თეთრი გამოიმუშავა, მაგრამ ბედს არ უჩიოდა, რადგან მოწოდებით ხელოვანი იყო და თავის საქმეში კომერცია ნაკლებად აინტერესებდა. მართალია სცენის მაგივრად ქუჩაში იდგა, აუდიტორია  არ ჰყავდა, გამვლელ- გამომვლელები მოწყალების ნიშნად ხურდებს უყრიდნენ, მაგრამ ეს ცხოვრების ძღვნად მიაჩნდა, არ წუხდა ამაზე საერთოდ. მთავარია ამაზე უარესი არ მომხდარიყო.
  გათენდა.  ქუჩაში დაიწყო ისევ ხალხმა მოძრაობა, მუსიკოსიც მივიდა ჩვეულ ადგილას და დაიწყო დაკვრა.  მისთვის დაიწყო ისევ ისე, როგორც გუშინ. თითქოს ასე უნდა გააგრძელებულიყო, სანამ აქ იდგებოდა, თითქოს მისი ცხოვრება ასე ერთფეროვანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯერ კიდევ გული უგრძნობდა, სიტუაცია შეიცვლებოდა, რაღაც მოხდებოდა, რაც მის დღის წესრიგს რადიკალურად შეცვლიდა. გულში დაგროვილი სევდას, რომელსაც გარეთ არ უშვებდა, ჯადოსნურ ლამპარში გამომწყვდეულ ჯინივით ამყოფებდა, სწამდა გარეგანი ფაქტორების წყალობით თავისუფლებას მიანიჭებდა. ამით დაიცლებოდა იმ ჭუჭყისგან, რაც შიგნით ჰქონდა. ახლაც შეეძლო ეს, მაგრამ ამ რუტინულ დღეებში უბრალოდ აზრი არ ჰქონდა, მის გულში ისევ ის ძველი სევდა დაგროვდებოდა და ისევ  დამწუხრებული  იქნებოდა.
  გავიდა ხუთი დღე, მის ჯერ კიდევ დარჩენილ მცირე მოლოდინის წინააგრძნობას ახდენა არ უჩანდა, თითქოს  რუტინულ ყოფაში უნდა ჩამხვრჩალიყო და სააბოლოდ  ერთადერთი ცვლილება რაც იქნებოდა, რომ აკანკალებული ხელებით უკანასკნელად  დაუკრავდა. მუსიკოსი ერთი შეხედვით ამ მოცემულობას ეგუებოდა და აქ ქუჩაში დგომა არ ბეზრდებოდა, სინამდვილეში  გულის კარნახს მიჰყვებოდა, აქ ამდენი ხანი  ეს აძლებინებდა.  მეექვსე დღეს შუადღეს  მუსიკოსის ახლოს ერთი ახალგაზრდა ბიჭი გაჩერდა.  ასეთი რამე ჩვეულებრივი ამბავი იყო, ამ დღეებში ბევრჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა, თითო- თითო ორ- ორი , სამ- სამნი, ზოგჯერ დიდ ჯგუფებად იდგნენ და სხვადასხვა თემაზე ბჭობდნენ. მათგან უმეტესობა არ აქცევდა მუსიკოსს ყურადღებას, მაგრამ გამოჩნდებოდა მაინც კეთილი ხალხი, ხან ათ თეთრიანს ხან ხუთ კაპიკიანს  უყრიდნენ ინსტრუმენტის ბუდეში. ახალგაზრდა ბიჭმა ოც თეთრიანი ჩაუგდო გვერდით  მდგომს, რის საპასუხოდაც  მადლობის გამომხატველი თავის დაკვრა მიიღო. ჭაბუკმა ერთი ღერი სიგარეტი ამოიღო და გააბოლა.
  კაცმა შეწყვიტა დაკვრა და ვედრების გამომხატველი ხმით გვერდზე მდგომს მიმართა:
  -ძალიან გთხოვთ გვერდზე გაიწიოთ. ვიბოლები და ასე მიჭირს დაკვრა.
  -ოც თეთრიანი რომ ჩაგიგდე მადლობა არ მოგიხდია და კიდევ პრეტენზიებს მიყენებ? ცოტა ფრთხილად იყავი გირჩევ, მერე სანანებელი არ გაგიხდეს.
  მუსიკოსს ხმა არ ამოუღია,  იგი ჰფიქრობდა აყოლას აზრი არ ჰქონდა, ვიღაც ჭკუადამთხვეული იდგა მის გვერდზე, რომელიც მიზეზს ეძებდა საჩხუბრად. ცხოვრებისეული გამოცდილებით იცოდა, რომ ასეთს არ უნდა აჰყოლოდა და გადარეული აუცილებლად გაეცლებოდა.  „ეტყობა არსად არ უსწავლია რომ თავის დაკვრა შეიძლება მადლობას გამოხატავდეს“, „ეჰ ეხლა ესეთია ახალი თაობა, სულ სიტუაციის ძაბავენ და ხელებზე იყურებიან, მაგით ნეტავ რას ამტკიცებენ?! კაცობას? არ ჯობია მშვიდად იცხოვრონ თავისთვის და ქვეყანას გამოადგნენ“ ამ ფიქრებში იყო მამაკაცი ჩაძირული, შესაბამისად ვერ შეამჩნია, როდის გაეცალა ბიჭი. თითქოს ეს იყო ცვლილება, რასაც ელოდა, მაგრამ არა ეს, რადგან ის ძალიან პატარა, დროებითი და ნეგატიური იყო. იგი ელოდებოდა უფრო დიდს, ქრონიკულს და დადებითს, იმას რაც ნათელ ფერებში წარმოაჩენდა მის სევდისგან ნაცრისფერ ფერში არსებულ ცხოვრებას. მუსიკოსს  მთელი აქ დგომის განმავლობაში ერთი დარდი ჰქონდა - როგორ ეარსება საარსებო პური, შესაბამისად წამით გაჩენილი დარდი უცბად გადაფარა თავისმა ძველმა ფიქრმა.  „ შეიძლება ეგოისტს ვგავდე, მაგრამ როგორც არ გასწორდების კუდი ძაღლისა, არცა კირჩხიბი იწყებსო მართალდა სვლას, ვერ გამოვასწორებ ამ ხალხს, დრო უნდა ვკარგო ფუჭად ასეთ ადამიანებთან კამათში, ჯობს ჩემს საქმეს მივხედო“ ფიქრობდა კაცი.
  დეკემბრის ბოლოს ქალაქი საახალწლოდ მოირთო. მუსიკოსისთვის სულერთი იყო ახალი წელი დგებოდა თუ არა ( წლის ყველა პერიოდში,  არ ჰქონდა მნიშვნელობა უკრავდა თუ არა,  მცირე გამონაკლისის გარდა ის ასე იყო. ამ გამონაკლისში შედიოდა ის დღეები, როდესაც ან საფლავზე გადიოდა, ან კიდევ უნებლიედ დადებითად  ოდნავ მაინც  რუტინა ირღვეოდა.)  რადგან ეს მის ცხოვრებას არანაირად არ ცვლიდა. ერთადერთი რასაც ჟამთა სვლა აკეთებდა, ის იყო, რომ იმედი მისი ცხოვრების გაუმჯობესების, ნელ- ნელა ჰქრებოდა. დღესასწაულის პერიოდში მისი ნატვრა გახლდათ, იქ დგომა და დაკვრა, მაგრამ იცოდა  ახდენა არ ეწერა, საახალწლო კონცერტის მიმდინარეობის დროს, ადამიანებს შორის ზედმეტი და ხელისშემშლელი იქნებოდა. ეს კიდევ არ უნდოდა. სწორედ ამის გამო 1იანვრიდან მოყოლებული 14 იანვრის ჩათვლით იქ ქუჩის მუსიკოსი არავის დაუნახია.
  როცა დღესასწაულმა ჩაიარა, მუსიკოსი ისევ გამოჩნდა. ქუჩაში საშინელი ქარი ჰქროდა. ისინი თითქოს განუყრელი მეგობრები გამხდარიყვნენ, რადგან როცა მამაკაცი დგებოდა სკოლის წინ, ძალიან იშვიათად რომ ქარი არ ჰყოფილიყო, იმედია ეს გააგრძელდებოდა, გაზაფხულ- ზაფხულში სიოს სახით მაინც, რადგანაც მუსიკოსს ქალაქში სხვა მეგობარი არ ჰყავდა. უმეტესობა საზღვარგარეთ გაქცეულიყო სამოქალაქო ომის დროს. ნაწილი კი სხვადასხვა მიზეზთა გამო დროზე ადრე გარდაცვლილიყო. არც ოჯახის წევრი ჰყავდა ვინმე გარდა ასაკოვანი დედისა, რომელიც  სიბერის ჟამს ცალი თვალით დაბრმავებულიყო და ფეხზე ძლივს იდგა. მართალია მას  გამვლელ- გამომვლელების და იქ გაჩერებული ხალხის უმეტესობა ყურადღებას არ აქცევდა, ზოგი დგებოდა, უსმენდა, მაგრამ ხურდას არავინ უყრიდა. მთელი ამ  ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში  მას ვინმესგან კრიტიკა არასდროს ახსოვს. თუმცა ცხოვრება მოულოდნებობითა სავსე და ყველაფერი უნდა გამოსცადო ადამიანმა, რომ ცხოვრების გემო იგრძნო. ერთხელ  საკმაოდ ნაყოფიერი დღეს დაღამებისას  თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირზე მუსიკოსის საპირისპირო მხარეს  ორი თავსაფრიანი დედაკაცი მოძრაობდა. სამუშაო დაემთავრებინათ, ახლა ქაშვეთში შესვლა, ლოცვა და შემდეგ სახლში წასვლა ჰქონდათ მიზნად. ეკლესიაში 5 წუთი დაჰყვეს, მეტს არ თვლიდნნენ ისინი საჭიროდ, გარეთ გამოსულებმა იფიქრეს რაღა პირდაპირ  სახლში წავიდეთო, ცოტახანი რუსთაველზე გავისეირნოთო, ოპერასთან ავიდნენ, იქ ერთ- ერთს გაახსენდა სასწრაფოდ უნდა წასულიყო სახლში, რადგან მისი შვილი და შვილი-შვილები ერთ საათში ესტუმრებოდნენ  და მათთვის  გამზადებული საჭმელი უნდა დაეხვედრებინა. ჩამოვიდნენ ქვემოთ. პირველ სკოლას რომ გაუსწორდნენ, ილიას და აკაკის  ძეგლის წინ მდგარი მუსიკოსი დაინახეს. ადრეც შეხვედრიან ბევრჯერ, მაგრამ გამარჯობას მეტი არაფერი ყოფილა, ახლა კი ერთმანეთს წაუსისინეს, მუსიკოსს რომ გაეგო: „რას დამდგარა აქ და უკრავს? მოცლია რა, სახლში დააჯდეს, ფეხი ფეხზე გადადიოს და ასე გაატაროს დრო, ქუჩაში დაკვრის გარდა, თუ არაფერი შეუძლია“! მუსიკოსს ეს ნათქვამი ეწყინა, იგი ფიქრობდა რომ ეს მწარე ნათქვამი უპასუხოდ არ უნდა დაეტოვა და იმ ორ ქალს გასძახა: „თქვენ რომ თავისუფლების გარევაჭრობით ირჩენთ თავს, მოცლილები ხართ? სახლში დაჯექით და მიხედეთ თქვენ ქმრებს, შვილებს და შვილიშვილებს! მე აქ რომ ვუკრავ კანონს არ ვარღვევ თქვენგან განსხვავებით. ქუჩაში დგომა და რამის გაყიდვა კანონით აკრძალულია“. ქალები ამ ნათქვამზე გამწარდნენ, თავხედი და გაუზრდელი უძახეს სულ მუსიკოსს, შემდეგ ინატრეს მისი მალე სამარეში ხილვა და გააგრძელეს გზა. კაცმა იცოდა ეს ყველაფერი მის ვიოლინოს ბუდეში არსებული დიდი რაოდენობით ხურდების ბრალი იყო. ეტყობათ კარგად ვერ ევაჭრათ და შეშურდათ. კაცს კი დღეს რაღაც ბედი სწყალობდა. ნეტავ ყოველი დღე ასეთი იყოს, „მცირეოდენ სიხარულს აუცილებლად მოჰყვება ცუდი, მაგრამ არაუშავს სულ ყველაფერი კარგად ვერ იქნება“  ფიქრობდა მუსაიკოსი. ქალები მთავრობის სასახლესთან მაღლა ავიდნენ, ორივე გალერეა „ ბაიას“ სიახლოვეს ერთ ახალ აშენებულ კორპუსში ცხოვრობდნენ. იმ დღის მერე ორივეს ამ კაცისთვის ზედმეტი არაფერი  უთქვამთ,  ყველაფერი კალაპოტში ჩადგა, ძველებურად მათ შორის კონტაქტი გამარჯობა - გაგიმარჯოთი  შემოიფარგლებოდა.  შემდეგი დღეები ისევ ერთფეროვანი იყო, ზოგჯერ კაცი ფულს საერთოდ ვერ შოულობდა, ან სახლში  ათი კაპიკი მოჰქონდა მხოლოდ, ძალიან იშვიათად იყო დღეები, როდესაც ორი ლარი მიუტანია სახლში ან სამი ლარი. ეს ყველაზე ნაყოფიერ მუშაობად ითვლებოდა  მისთვის და ღმერთს მოწყალებისთვისთვის მადლობას უხდიდა.  ზამთრის მიწურულს, ქარები შეწყდა, მართალია ისევ ციოდა, მაგრამ ეს ერთგვარი ნიშანი იყო რომ  ძალიან მალე დადგებოდა დღე, როდესაც ცვლილება უნდა მომხდარიყო, ის რასაც ამდენი ხანი ელოდებოდა. მუსიკოსს მართალია უქარობა არ მოსწონდა, მაგრამ ზეციური ნიშნების მას სწამდა და მოლოდინი გაუორკეცდა.  მეტი ოპტიმიზმით აივსო და უფრო მეტი შემართებით დაიწყო დაკვრა. ხალხი ისევ მოძრაობდა ქუჩაში. ყველას თავის საქმეზე ეჩქარებოდა, ვერავინ ვერ ამჩნევდა იმ წუთას რომ მუსიკოსი ბედნიერი იყო.
  2მარტს დილიდან მთავრობის სასახლესთან ხალხი შეიკრიბა. ისინი გაფიცულნი იყვნენ და მთავრობისგან რაღაცას მოითხოვდნენ, ოღონდ რას ჯერ გაურკვეველი იყო.  ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ კიდევ არ მოსულიყვნენ, ხალხის ტკბილი სიტყვით დასაშლელად, ან არ აინტერესებდათ მათი მოთხოვნები, ან მოგვიანებით მოვიდოდნენ. მეორე დღეს მუსიკოსთან აქციის მონაწილეთაგან ერთ-ერთი  მივიდა. დააცადა როდის მორჩებოდა დაკვრას და შემდეგ ყოველგვარი ზრდილობიანი მისალმების და მოკითხვის გარეშე გადავიდა საქმეზე.
    -ჩვენ აქციის მონაწილეებს გვსურს უფრო დიდ  ტერიტორიაზე გავიშალოთ და დატოვეთ ეს ტერიტორია. რაც უფრო მალე იზამ ამას მით უკეთესი!
  -შვილო ჯერ ერთი ზრდილობა არავის უსწავლებია შენთვის? ამხელა კაცს შვილის ტოლა, რომელსაც  დედის რძე პირზე ჯერ არ შეშრობია შენობით მომმართავ, მერე ბრძანების კილოთი რომ მიყენებ მოთხოვნებს ვინ ხარ? მუდარის გამომხატველი კილოთი ზრდილობიანად ვერ იტყვი? ყველაზე მთავარი რა გაფიცვა აქ ისეთი, რომ საჭიროა უფრო ფართო ტერიტორიაზე გაშლა?
    _უზრდელი შენს სახლში მოიკითხე! რატომ ვართ შეკრებილი შენი საქმე არა, მთავარია ყოველგვარი გართულების გარეშე შეასრულო მოთხოვნა! 
  -ერთი ვიღაც ღლაპის მოთხოვნას, რომელსაც სახლში ზრდილობა არ ასწავლეს, არ შევუსრულებ! დამალაპარაკე აქციის ორგანიზატორებთან.
    ბიჭმა ცადა ხელის დარტყმა, მაგრამ როცა აწია, იმდენი ჭკუა ეყო, მასზე უფროსისთვის არ დაერტყა.
  -ჩემზე  უფროსი ხარ და ამ ერთს გაპატიებ, ამის მერე მიფრთხილდი. ერთ-ერთი ორგანიზატორი მე ვარ, მაგრამ სხვებთან თუ გინდა დალაპარაკება, ახლავე მოვლენ. თქვა ბიჭმა და უკან დაბრუნდა.
  რამდენიმე წუთში შეკრებილებს  ხუთი ბიჭი გამოეყო და მუსიკოსის მხარეს წამოვიდა. ისინი სხვადასხვა სიმაღლისანი იყვნენ.  ყველაზე მაღალი შუაში იდგა და პირველმა მან დაარღვია სიჩუმე:
-შენ ხარ ვინც ჩვენ გამოგზავნილ მოთხოვნას არ დაემორჩილე?
-ვინ ბრძანდებით თქვენ? ცოტა ზრდილობიანად ისაუბრეთ თქვენზე უფროსს ადამიანთან. ელემენტარულად თქვენობით უნდა მომმართავდეთ, მაგრამ სახლში გეტყობათ ზრდილობა თქვენთვის არავის უსწავლებია.
- მე? სახეში შემომხედე,  თქვა ბიჭმა და საყელოში ჩაებღაუჭა კაცს, შემდეგ ერთი ხელი გაუშვა და მთავრობის სასახლისკენ შეკრებილების  მიმართულებით გაიშვირა. მე ვარ ამ აქციის მთავარი ორგანიზატორი. რომ გეუბნებიან აქედან უნდა წახვიდე, მორჩილების გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს! გასაგებია? ჩვენ ზრდილობას კიდევ ნუ ეხები ამ ერთხელ გაფრთხილებ, მეორეჯერ აღარ გავიმეორებ და მწარედ განანებ! სიტყვის დასრულებისას ბიჭმა კაცს ხელი საყელოდან ხელი გაუშვა.
  -მაინც ვერ გავიგე ვინ ხართ და რატომ უნდა დაგემორჩილოთ?
- აქციის მთავარი ორგანიზატორი ლევან წყარუაშვილი და ეს ტერიტორია გვჭირდება.
-ის ადგილი არ გყოფნით?!
-არა! უფრო დიდ ტერიტორიაზე გვინდა გაშლა და თქვენ მაგ უნიჭო მუსიკის გამო, რომელიც არავის აინტერესებს, ხელს გვიშლით. ვერ ხედავთ ადამიანებს თავს გვაბეზრებთ?! წადით სხვაგან სხვას შეუშალეთ ხელი!
  - ჩემი მუსიკა ხელს არავის უშლის, ესე რომ იყოს მეტყოდნენ გამვლელები.
  -ერიდებათ, ან მართალი ხართ, ყველა თავის საქმეზე მიდის და სულ არავის აინტერესებს თქვენი მუსიკა, სააბოლოდ სხვა არაფერი დაგრჩენიათ გარდა იმისა რომ აქედან უნდა აიბარგოთ.
  მუსიკოსი დააკვირდა სახეებს, თითეულს  სათნო სახე ნაღდად არ ჰქონდათ. ეტყობოდათ ძალიან დემორალიზებული ხალხი იყო,  ახლა ის უნდა დათანხმებულიყო, ან უარი ეთქვა და ამით მიაღწევდა ის რომ ატყდებოდა ჩხუბი, ვაი-ვიში. ამ ბიჭებს ძალიან უნდოდათ ამ კაცის მოშორება აქედან ან კიდევ ჩხუბი. თითეულს ეტყობოდათ მშვიდობა მობეზრებოდათ, ხელები ექავებოდათ და ჩხუბი წყუროდათ. მუსიკოსს თუ არა სხვას ვინმეს გაღიზიანებდნენ, ან დაჩაგრავდნენ და გაუშვებდბენ, ეს ცდაც თუ წარუმატებელი აღმოჩნდება, ანუ მათზე ძლიერი გამოჩნდებოდა ვინმე ( რაც ვერ წარმოედგინათ), შემდეგ ალბათ სახე წაშლილები სახლში წავიდოდნენ  და მეორე დღეს აღარ აყვებოდნენ ქვენა გრძნობებს და იმის იმედიღა დარჩებოდათ რომ ხელისუფლებისგან მოსული სადამჯელო რაზმს გაუმკლავებოდნენ. მათ ვიზუალზე არ ეტყობოდათ ამბიციურობა, მაგრამ მსგავს სიტუაციაში  თუ მოხვდება ადამიანი უმალ იგრძნობს  აფორიზმის „ კოკასგან შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“. თითქოს ისინი ცდილობენ, ყველა ვინც თვალში  არ მოსდით, თავიანთი სიძლიერე დაანახონ და და დაჩაგრანონ, ამბიცია აქვთ რომ ყველას გაუმკლავდებიან, მაგრამ ამბიცია ამბიციად რჩება.    სასწაულის იმედიღა დარჩენიათ რომ ერთ დღესაც  შესძლებენ იმას, რაც ასე ძალიან უნდათ, ყველა ვისაც კი აუხირდებიან, ფეხვეშ გაეგება. მუსიკოსს არ სურდა ასე ადვილად აბარგება, არც ჩხუბი უნდოდა, ამიტომ სურდა ეპოვნა მესამე გზა, რომელიც ჭეშმარიტ კონსენსუსამდე მიიყვანდა ორივე მხარეს.  მან გადაწყვიტა ჯერ ეკითხა რას მოითხოვდნენ ისინი ხელისუფლებისგან, შემდეგ მოეყოლა თავის ამბავი, იქნება ნამუსი ცოტა მაინც შერჩენოდათ და თავი დაენებებინათ. მუსიკოსი გრძნობდა რომ ამ რამდენიმე წუთში დაადგა ის მომენტი როცა რადიკალური ცვლილებები უნდა მომხდარიყო, იგი ძველებურად წარმოიდგენდა რომ ყველაფერი კარგისკენ გადაიხრებოდა, მაგრამ თან ამ ბიჭებს რომ უყურებდა რაღაც ადამიანურს მათში ვერ ხედავდა და სადღაც კუნჭულში ეჭვები ღრღნიდა
    -რას მოითხოვთ ხელისუფლებისგან?
  -პარკებში ალკოჰოლური სასმელების დალევის მოხსნას. ჩვენს გემოზე ვერ დაგვილევია ბიჭებს გარეთ, ჯარიმა რომ არ დაგვიწერონ.  წახვალ თუ ძალით გაგიყვანოთ?
    -სანამ წავიდოდე, მოგიყვებით ჩემს ამბავს, იქნება აღვძრა თქვენში მიმალული ადამიანობა და შემეშვათ.
    -ჩვენ ადამიანობას ნუ ეხები! კიდევ ერთხელ მოკიდა  მაღალმა ხელი მუსიკოსს და სახეში გაარტყა.  გაიმეორებ მსგავს და უარესს მიიღებ. შენი ამბავი კიდევ აქ ნაკლებად გვაინტერესებს.
    მუსიკოსმა იცოდა ხელი რომ შეებრუნებინა, ესენი მოკლავდნენ, ამიტომ უნდა განემუხტა სიტუაცია და თავიდან მოეშორებინა მომხდურები. ამისთვის საჭირო  მათი საუბარში ჩათრევა იყო, თუ ვერ მოახერხებდა, უბრალოდ უნდა გაცლოდა, ან ღმერთისთვის მიებარებინა სული.
    -თქვენ რა გგონიათ, აქ რომ ვდგავარ მოცლილი ვარ?! მიჭირს და იმიტომაც ვუკრავ.
    -რეებს იგონებ? რა ფულსაც შენ შოულობ დღიურად, მაგის ნახევარს ოცნებობს ხალხი თქვა მაღალის გვერდზე მდგომმა და წიხლი ამოარტყა ვიოლინოს ბუდეს. შიგ ჩაყრილი ხურდები აჟღარუნდა. ეს კიდევ ერთი ნიშანი იყო, იმის რომ მუსიკოსი ფრთხილად უნდა ყოფილიყო.
    -თქვენ არ იცით ჩემი ამბავი და ასე იმიტომ ლაპარაკობთ.
    -რა ამბავი? იკითხა ყველაზე დაბალმა რომელიც რიგში მარცხნიდან პირველი იდგა.
    -მე აფხაზეთიდან დევნილი ვარ. იქ მქონდა დიდი სახლი, მამულები,  მყავდა დედა, ცოლი  და შვილი. ბედნიერად ვცხოვრობდი, სანამ ომი არ დაიწყო. ომში დაიღუპა შვილი, ცოლი დარდს გადაჰყვა ( მამა ადრე დამეღუპა),სახლი და მამულები დამეწვა, იძულებული გავხდი აქეთ გამოვქცეულიყავი. მე და ჩემს დედას ხან ვინ გვიფარებდა ხან ვინ. შარშან კეთილი ხალხის დახმარებით ერთი პატარა ოთახი ვიქირავეთ. ჩემი და დედაჩემის პენსიის წყალობით ქირას ყოველთვიურად ვიხდი,  თუ რაიმე მრჩება, პლიუს ეს რასაც აქედან ვიღებ ჩვენი საარსებო წყაროა.
    - დაკვრა სად ისწავლე? კუკიის სასაფლაოზე გხედავ ხოლმე და ვის დასტირი ხოლმე ეგრე მოთქმით?
  -მე სოხუმში  ვსწავლობდი კონსერვატორიაში, მერე სოფელში წავედი სოფლის მივსდევთქო. უმაღლესის დამთავრებისას რატომღაც სურვილი გამიქრა ჩემი პროფესიით მემუშავა. კეთილი ნათესავების დახმარებით, რომლებიც ოჩამჩირეში დარჩნენ მოხერხდა, ჩემი შვილის თბილისში გადმოსვენება და იმის საფლავზე დავდივარ.
  -ამ ქალაქში ყველას უჭირს, ყველამ რომ ყველა ტერიტორია დაიკავოს ეგრე არ გამოვა, ელემენტარულად ხალხს გადაადგილების საშუალებას გვიზღუდავთ, მერე როგორც გითხარი გითხარი გაშლა გვსურს, ასე რომ აიბარგე აქედან და წადი სადაც გინდა. გინდა შიმშილით მომკვდარხარ, ჩვენთვის სულერთია.
  მუსიკოსი მიხვდა ახალგაზრდებში ადამიანობა ვერ გააღვიძა, ერთადერთი გამოსავალი მართლაც რომ წასვლა იყო. ვიოლინოს ბუდეში ჩაყრილი ხურდები აიღო, დაკეტა ის და წავიდა.  მართალია კაცი ახლა სხვაგან უკრავს, სახლისგან მოშორებით მაგრამ „ ზოგი ჭირი მარგებელიაო“ ნათქვამია, იქ უფრო მოწყალენი არიან ხალხი. პროტესტი კი პროტესტად დარჩა, ბიჭები დაიღალნენ  ყოველდღე ქუჩაში დგომით და წავიდნენ სახლში. ეს იყო ცვლილება რომელიც უნდა განხორციელებულიყო მუსიკოსის ცხოვრებაში, ერთი შეხედვით ცუდი, მაგრამ ასევე კარგიც, რადგან იქ სადაც ახლა დგას, უფრო მეტ შემოსავალს შოულობს და უფრო მეტად პატივს ცემენ, ვიდრე თავის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასეა ეს ცხოვრება, ბევრ ცუდს შეგვახვედრებს, მაგრამ იმ ცუდში კარგიც უნდა ვეძებოთ და აუცილებლად ვიპოვით.

 

   

   




   
 


 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები