ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2020


ვინჩონჩხები



არანაირი გარდასახვა აღარ მაშინებს,
კარადა თუ ვარ,
საუთოო მაგიდის ფეხი.
ჭერის საწმენდი,
ჭურჭლის ქაფი და სხვენის ჭია.
გადაღარული ცის ნაგლეჯი..
წყლის პეშვი..
ორმო.
მთის წვერის ხავსი..
დაბინდების ცისკრის ვარსკვლავი.
დიდედა მიწის მტვერს თუ ვსუნთქავ,
დავსავმყარდები..
მასავით ვცხარობ,
ვტირი,
ვმღერი და ვისახები...
ადამიანად ვინჩონჩხები
რომ გადმოვწმინდდე..
საკვებად ბარემ გამოვდგები
და ხსოვნისათვის..
ვინმესთვის მაინც დავრჩებოდე
ხიდი ან დელგმა..
ხსოვნაა ყველა ზიარების
დიადი სვეტი,
დაგვიმახსოვროს,
გახსენებით მუდამ გვაცოცხლოს!!

აგვისტო, 2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები