ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: ვალე
ჟანრი: პროზა
22 მარტი, 2020


მინიატურა: საგანგებო მდგომარეობის ჟურნალისტი (ბავშვებისა და მოზარდებისთვის) 2020 წ.

გამორთო გივიმ ტელევიზორი და სამსახურში წასასვლელად დაიწყო მზადება, ჩვეულებრივ:  „სადიზენფექციო ხსნარით“ დაიმუშავა ხელები, ჩაიცვა „სამედიცინო ხელთათმანები“, გაიკეთა „პირბადე“, აიღო გადამღები კამერა, ხმის ჩამწერი აპარატურა და უცებ თავისდაუნებურად გაიფიქრა: „მე...რა...მე...რა...მე...რატომ არა?..“
სამსახურში მისულ გივის, „დისტანციურად“ აცნობეს „დღის დავალება“, ტრადიციულად:
„გადაიღე და ჩაწერე ყველაფერი:
- სრულდება, თუ არა დადგენილი წესები?
- რამდენია დადგენილ წესების დამრღვევთა რაოდენობა?
- რამდენია მსხვერპლთა რაოდენობა?
- რამდენია დაღუპულთა რაოდენობა?
- თუ რამ ახალი აღმოაჩინე, გვაცნობე დაუყოვნებლივ!“
ხელი მოაწერა გივიმ მიცემულ „დღის დავალებას“ და, ის იყო, გზას უნდა შესდგომოდა, ისევ დილის ფიქრები ეწვივნენ: „მე...რა...მე...რა...მე...რატომ არა?..“
ბევრი იარა გივიმ, კი არა და, ძალიან ცოტა იარა და მიადგა ერთ-ერთ კაზინოს აბრას, რაზეც დიიდი, ბრჭყვიალა ასოებით ეწერა:
„ვინც არ თამაშობს, ის ვერც იგებს!
მობრძანდით, სულ რაღაც 50 მეტრში, ამ აბრიდან, თქვენ გელით სიკვდილი, თანაც არაჩვეულებრივი, რადგან აქ თქვენივე ხელებით გაკვლევინებთ თქვენსავე აწმყოს, წარსულსა და მომავალს, ამ უკანასკნელს, როგორც დროებითს, ისე მარადიულს.
გვაქვს განსაკუთრებული აქციები მოზარდებისთვის და მით უფრო მათთვის, ვინც ჯერ კიდევ სრულწლოვანიც არაა!
ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენთან თამაშდება, ამ, ზემოთაღნიშნულ სიკვდილსა და უბედურებებში ამოვლებული უამრავი პრიზი.
მოკლედ, ჯიბმოუთქმელად გელით!“
გადაიღო და ჩაწერა გივიმ ეს ობიექტი და აღმოჩნდა, რომ:
- დადგენილი წესები სრულდება;
- დადგენილს წესების დარღვევა არ ფიქსირდება;
- მსხვრეპლის რაოდენობაა - თითოეული მოთამაშე;
- დაღუპულთა რაოდენობაა, თითქმის მსხვრეპლის სრული ნაწილი, უმრავლესი ახალგაზრდა, მათ შორის - არასრულწლოვნები.
გზის გაგრძელება გადაწყვიტა გივიმ, უცებ მუხლებში სისუსტე იგრძნო და იქვე, ბავშვების სათამაშო სკვერში ჩამოჯდა, პირბადე მოიხსნა, სულ დასველებოდა თვალებიდან გამოდსულ, რაღაც მდუღარე სითხით...გაიკეთა ახალი პირბადე და ის იყო, გზას უნდა შესდგომდა ისევ, უცებ დაინახა მოზარდთა ჯგუფი, ბიჭები და გოგონები, რომელთაც დაკვამლული პლასტმასის ბოთლი ჰქონდათ და ერთმანეთზე გადაწოდებით ისუნთქავდნენ იმ ბოლს.
გადაიღო და ჩაწერა გივიმ ესეც და აღმოჩნდა, რომ:
- დადგენილი წესები სრულდება;
- დადგენილ წესების დარღვევა არ ფიქსირდება;
- მსხვრეპლის რაოდენობაა - თითოეული მოზარდი;
- დაღუპულთა რაოდენობა, თითქმის მსხვრეპლის სრული ნაწილი ზოგადად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი...
უცებ გივი ადგილს მოსწყდა და ამ ჯგუფისაკენ გაიქცა, სამი მათგანი მიწაზე იწვა და პირიდან იმ კვამლისფერი ქაფები ამოსდიოდა...გამოიცვალა გივიმ კიდევ ერთი დამდუღრული პირბადე, უფრო ცხელი გორგალიც გაეჩხირა ყველში, სუნთქვა შეეკრა და თვალები დაუსივდა სიმწრისგან...
სამედიცინო დაწესებულებას მიაშურა ამჯერად გივიმ, იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ეგრეთწოდებული „აბორტები“ კეთდება.
გადაიღო და ჩაწერა გივიმ ეს ობიექტიც და აღმოჩნდა, რომ:
- დადგენილი წესები სრულდება;
- დადგენილს წესების დარღვევა არ ფიქსირდება;
- მსხვრეპლის რაოდენობაა - თითოეული დედა და მუცელში მყოფი შვილი;
- დაღუპულთა (ამ შემთხვევაში მოკლულთა) რაოდენობაა (როგორც დედათა ასევე მუცელში მყოფ შვილთა) - ...
აი, აქ, სადაც ექვსნიშნა რიცხვი უნდა ჩაეწერა გივის, ზუსტად ამ ადგილას, მდუღარე წვეთები დაეცა (ამჯერად პირბადემ გაჟონა) და ისე დაალბო, გივიმ გაშრობამდე გადაიფიქრა...მერე ჩაწერს, რა დაავიწყებს ამ კატასტროფულ რიცხვს, ანდაც, ნეტა ჩაეწერა და დავიწყებოდა...
გული ამოხეთქვამდე ჰქონდა გივის და სხვანაირად არ შეეძლო, ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ეკლესიას მიაშურა...
შევიდა გივი ტაძარში და ხელად დამშვიდდა.
გადაიღო და ჩაწერა გივიმ და აღმოჩნდა, რომ:
- დადგენილი წესები სრულდება;
- დადგენილი წესების დარღვევა  არ ფიქსირედება;
- მსხვერპლის რაოდენობაა - არცერთი.
- დაღუპულთა რაოდენობაა - არცერთი.
ასევე გივიმ, აღმოაჩინა და ჩაწერა, რომ:
- აქ, არა თუ მსხვერპლნი ხდებიან მორწმუნენი და მით უმეტეს - იღუპებიან, არამედ აქ არის - ერთადერთი ცხოვლემსყოფელი წყარო კურნებისა (როგორც სულიერად, ასევე ხორციელად) და მარადიული სიცოცხლისა (ამ ქვეყნიდანვე) - უფალ იესო ქრისტეს უხრწნელ სისხლთან და ხორცთან ზიარების - ქრისტესთან ზიარების საიდუმლო.
კიდევ ერთი პირბადე გამოიცვალა გივიმ, ოღონდ უკვე სიხარულის „რაღაც სითხით“ დამდუღრული, ერთი კარგადაც, რაღაცნაირი შვებით ამოისუნთქა და სამსახურისკენ გაბრუნდა...
ჩააბარა გივიმ „დღის დავალება“ სამსახურში და ის იყო, სახლისკენ უნდა წასულიყო, ისევ დილის ფიქრები აეკვიატა: „მე...რა...მე...რა...მე...რატომ არა?..“ ოღონდ, სულსხვა შინაარსით. თანაც მიხვდა გივი, რომ ეს ცვლილება ტაძარში ყოფნისას მოხდა, რაღაც გამოუთქმელ ნუგეშით.
დიახ, სახლის ნაცვლად, ტაძარს მიაშურა გივიმ, ზეთისცხებას მიუსწრო, იცხო ზეთი, ლოცვის შემდეგ მოძღვართან მივიდა, აღსარება ჩააბარა და ქრისტესთან ზიარების ლოცვა-კურთხევა მიიღო...თან ღამისთევით იყო წირვა და თავისი მთელი დღის ნამუშევარზე პასუხის მისაღებად დილით სამსახურში მისვლასაც შესძლებდა.
ყველაფერზე დიდი იყო გივისთვის - ქრისტესთან ზიარების საიდუმლოს სიხარული.
დილით სამსახურში მისულ გივის კი, ასეთი პასუხი დახვდა:
„შენ გაგიშვით მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ჩირქის მისაცხებად და შენ, ჩვენს მსგავს და ჩვენთვის უმთავრეს ლოკომოტივებს მოსცხე?
მათგან ვიკვებებით და მათზე ცუდი დაწერე?
თანაც წუხელ ღამისთევის წირვაზე დაფიქსირდი, უფო მეტიც - ეზიარებოდი!
ამიტომ, შენ ხალხის მტერი ხარ!
და ამიტომაც - სამსახურიდან გათავისფულებთ!
ერთი კარგად გაეღიმა გივის და უცებ ნათლობისას გაგებული სიტყვები წარმოესახა გონებაში:
„უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდის?
„უფალი შესავადრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?“
                                                                                      (ფსალმუნნი: 26. მუხლი 1.)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები