ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: გიორგი გაბაიძე
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2020


ნატვრის ხე

სახლში მისული,
დაწვები ლოგინზე და
ყველა ტკივილს რომ მოგახერხავს ცოლი,
როგორც ხეს - გამხმარ ტოტებს,
გრძნობ როგორ იწყებს სხეული ტკივილისგან დაცლას
და რომ არ დაიცალოს,
ანასკვავს სხვა ტოტებს  თავისი ფერადი კაბის ნახევებს
და ბავშვების ტანსაცმლის ნახევებს,
როგორც ნატვრის ხეს შეყვარებული წყვილები...
ვერ ხვდები,
რამდენ ნატვრას აიტანენ შენი ტოტები,
ისინი ხომ წვიმაში მძიმე ძონძებად იქცევიან...
და დადიხარ ასე ტკივილად გადაქცეული
ნატვრის ხე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები