ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2020


***


გაივლის, აბა, არ გაივლის?
ვფიცავ მოცეკვავე აივნებს.
მარტმა გამოჟონა ნუშიდან, -
ნაივი!

Ragazzi,
დაკავდით რაღაცით -
კოცნეთ და კოცნეთ ცოლები,
ეფერეთ,
ეფერეთ სულსწრებით,
რათა დაებეროთ მუცლები!
(ვირუსი არ სცდება პლაცენტას),
რისი „სკაიპი“ და „იუთუბი“?!
ყველა ახალ წლამდე აჩენდეს
ტყუპ-ტყუპად!

Ragazze,
არ არის მარტივი!
რომელი ქარტია დაიტევს? -
გესიზმროს წითელი ლაგუნა
ასი ცარიელი გონდოლით...
მით უფრო, თუკი ეს ცხადია!
მხოლოდ დანამული თვალებით
უნდა ამოიცნო ლუჩია,
სანტა ლუჩია და მარია -
ისიც სევდიანი ქალია!
ნიღბის ფესტივალი იწყება...
შევკრავ და ავუშვებ ფრანს ცისკენ!
ფიცრები,
ფიცრები,
ფიცრები...
ფრანცისკე!..

მაგრამ ფინალი აქვს ამასაც -
ოდნავ მაღალია თამასა,
ეგ არის! - ragazzi, კაცებო,
ნუ მკითხავთ ეშმაკის მიმდევარს,
მე რაც მიყლაპია პლაცებო,
კიდე ვარ!..

მარტი, 2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები