ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: კოზეტ ფოშლევანი.
ჟანრი: საბავშვო
6 აპრილი, 2020


ყვავილების კაბა


მავნეა, თანაც უტეხი,
ესეც დიდი ნიჭი,
დედას ვთხოვე, მომაშოროს
ერთი ცელქი ბიჭი.

გამაბრაზა, მთელი დილა,
გააწვალა კატაც,
მერე კაბა, ძველი ჩითის
დამიხია საბამ.

- არც კანფეტებს გინაწილებ,
აღარც ჩემი ძმა ხარ,
ნურც ძილის წინ ნუღარ მოსთხოვ,
ბებოს შენს წილ ზღაპარს.

თუ აყვავდა გაზაფხულად,
სხივი მოხვდა სადაც,
მზეს თუ შევთხოვ,
მეც მაჩუქებს ყვავილების კაბას?











კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები