ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
9 აპრილი, 2020


მეშვიდე საყვირი

მეშვიდე  ბეჭედი

COVID-19-ის პანდემიამ კვლავ გამახსენა მარადიული შეკითხვა: ,,შევიდა თუ არა კაცობრიობა ოცდამეერთე საუკუნეში აპოკალიფსისის ბოლო ფაზაში“? ...  წინა ეპოქამ ამ შეკითხვას დამაჯერებელი პასუხი გასცა, თუმცა არც მე-20 საუკუნე ყოფილა ,,მდორედ მიმდინარე“.

იმ საუკუნის დასაწყისს შიშით შეეგება მაშინდელი მსოფლიო, მერე ნოსტრადამუსის, მაიას ტომისა და ვანგას წინაწარმეტყველებამ შეაშფოთა იგი, მაგრამ ასე თუ ისე, მაინც გაილია ჟამი, რადგან ,,ჰოემდე“ მისასვლელი გზა უფრო გრძელი აღმოჩნდა, ვიდრე წინასწარმეტყველთა ,,ხელი-ხელ საგოგმანები“ სიტყვა კაზმული.

ჯერ-ჯერობით ამოუცნობი ვირუსის გავრცელება და მასშტაბები მე შევადარე მესამე მსოფლიო ომის დაწყებას და ჩემი დასკვნის გასამყარებლად ერთ-ერთ წინა პუბლიკაციაში სხვადასხვა არგუმენტიც მოვიტანე, მაგრამ რატომღაც აღნიშნული საკითხი მკითხველთა ინტერესის მიღმა დარჩა ... ეს ჩემი პრობლემა ნამდვილად არ გახლავთ, მთავარი ის არის, რომ აქამდე ამგვარი კუთხით COVID-19-ისთვის არავის შეუხედავს. ამიტომ ექსკლუზივი, უფრო ზუსტი თუ ვიქნები, მიგნება ჩემია და ამ სტატუსს ვერავინ ვეღარასდროს წამართმევს. იგი ,,ურაკ-პარაკის“ ლიტ.საიტზე გამოქვეყნებით ერთგვარად კიდეც დავაპატენტე ... ამჯერადაც ასე ვიქცევი ... მერე რა, რომ წინა პუბლიკაციებს ნოლი ყურადღება დაეთმო? ... ამ ცისქვეშეთში ახალს, ნოვატორულს და განსხვავებულ აზრს ხომ მარადიულად სკეპტიკურად აღიქვამდა HOMO SAPIENSI? ... ეპოქების ჟამთასვლის გზაზე, გაცივილიზირების შედეგად ვითომდა  ადამიანად წოდებული? ...

ჯერ-ჯერობით ამოუცნობმა COVID-19-მა, თუმცა რაღაც ხელჩასაჭიდს მგონი მივაგენი, ისე, როგორც სხვები, მორიგ ჯერზე მეც კვლავ ღმერთთან მიმიყვანა, მზერა ზეცას მიმაპყრობინა ... გამახსენა იოანე ღვთისმეტყველის ,,გაოცხადება“, რომლის ,,სწავლებასაც“  გასული საუკუნის მძიმე  ოთხმოცდაათიან წლებში ვეზიარე პირველად.

სიმართლე გითხრათ, მაშინ ბევრი ვერაფერი გავიგე და გავიაზრე, მაგრამ მოგვიანებით, რაღაც დასკვნების გამოტანა მაინც შევძელი. მაგალითად ვერ მივხვდი რა შეიძლება ყოფილიყო: ,,და ვიხილე ტახტზე მჯდომარის მარჯვენაში წიგნი, შიგნიდან და გარედან დაწერილი, და შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი“ (,,გაოცხადება“ 5;1), მაგრამ, როცა 21-ე საუკუნის დასაწყისში ,,ლეპტოპი“ და მოგვიანებით ,,პლანშეტი“ დამზადდა, ჩემთვის მისი აზრი ჩავთვალოთ, რომ ნათელი გახდა (შვიდი ბეჭედი“ ალბათ ე.წ. კოდია, რომელსაც კომპიუტერის დაბლოკისთვის ხმარობენ).
აქვე დავძენ, რომ ,,გამოცხადება“ მკაცრად განსაზღვრავს მკიღხველის უფლებას და აფრთხილებს მას, რომ მან არაფერი დაამატოს ან გამოაკლოს ამ წინასწარმეტყველებას, რადგან ასეთ შემთხვევაში იგი აუცილებლად დაისჯება.

ამიტომ მე აღნიშნულ წინასწარმეტყველებას არ განვიხილავ როგორც მის გავრცობას და ჩემი მხრიდან ,,დაფარულის“ ამოხსნის მცდელობას, არამედ შემოთავაზებას ერთი კონკრეტული ადამიანისას, რომლის მსოფლმხედველობაც არ შეიძლება ჭეშმარიტებად ჩაითვალოს, მაგრამ აზრის გამოთქმის შესაძლებლობის უფლებას შემოქმედი მანიჭებს.

COVID-19-მა მთელი მსოფლიო მოიცვა. დედამიწაზე პრაქტიკულად არ დარჩა არცერთი კუთხე-კუნჭული სადაც მან ვერ შეაღწია, ჯერ კიდევ არავინ იცის, გარდა იმისა, რომ მასობრივი სიკვდილიანობა უკვე გამოიწვია, რა შედეგების მომტანი იქნება. ალბათ წინ გველის გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ენით აუწერელი შიმშილობა.

ამის თქმის შესაძლებლობას ჩემი აზრით მაძლევს იოასნეს  ,,გამოცხადებაში“ ამოკითხული სხვადასხვა ინფორმაცია ... მივყვეთ მათ თანმიმდევრობით.

მეექვსე ბეჭდის ახსნის შემდეგ იოანე ამბობს: ,,და შემდგომ ამისა ვიხილე ოთხი ანგელოზი, ქვეყნის ოთხსავ კუთხეზე მდგომნი, და ეპყრათ ოთხი ქარი მიწისა, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელეთზე, არც ზღვაზე, და არც რომელიმე მის მიმართ“(გამოცხ. 7;1) ...

ე.ი. აქ საქმე უნდა გვქონდეს რაღაც საშინელების (პანდემიის) გავრცელებასთან, რადგან შემდეგ მოდის ასეთი ტექსტი: ,,და ვიხლე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლეთით აღმომავალი, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი და შესძახა ხმამაღლა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცათ ვნება მიწისა და ზღვისა“ (გამოცხ. 7;2).

მაშასადამე აღმოსავლეთით მდგარმა ,,სხვა ანგელოზმა“ (სწორედ აღმოსავლეთიდან გავრცელდა COVID-19 მთელს მსოფლიოში)  ოთხ ანგელოზს ნება დართო, ვნება (ჭირი) მოევლინათ ადამიანთათვის და კონკრეტულად შემდეგი სახით: ,,ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ღმერთის ჩვენის მონათა შუბლებს“ (გამოცხ. 7;3).

უნდა ვივარაუდოთ, რომ აქ საუბარია სწორედ COVID-19-ზე, რომელსაც უნდა მოეცვა მხოლოდ ადამიანები და არ შეეხბოდა ხეებს (მცენარეებს), ზღვის ბინადართ და ,,ცხოველებს (დედამიწის ფლორასა და ფაუნას). ამასთან ეს შეზღუდვა იმოქმედებდა მანამდე, ვიდრე არ აღიბეჭდებოდა ,,მონათა“ შუბლები.

აღნიშნული აღბეჭვდა არაფერს გაგონებთ? ... ნუთუ ეს არ არის ის ე.წ. დისტანციური თერმო-სკრინინგი? ...

ადრე, ჯერ კიდევ მაშინ, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, როცა ადამიანი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით სიბნელეში იჯდა, ასე მეგონა, რომ ,,შუბლის აღბეჭვდა“ უკავშირდებოდა კომუნისტურ რჟიმს და სიმბოლურად ასახავდა მათ ქუდებზე (შუბლის არეში) მიმაგრებულ წითელ ვარსკვლავებს, თუმცა ყოველთვის მოვდიოდი წინააღმდეგობაში, როგორც რაოდენობრივ (მასობრივ), ასევე ლოკალურ-ტერტორიულ მახასიათებლებთან, რადგან ვთვლიდი, რომ ,,გამოცხადება“ არ შეეხებოდა მხოლოდ საბჭოთა ადამიანებს და არც მათ საარსებო სივრცის არეალში ჩამოყალიბებულ, თუმცა დედამიწის ერთი მეექვსედის სიდიდის, მაგრამ მაინც კონკრეტულ სახელმწიფოს ... მართალიც გამოვდექი! ... ყოველ შემთხვევაში ეს აზრი ნამდვილად მცდარი აღმოჩნდა, თუნდაც იმიტომ, რომ საბჭოეთში ყველა არ ატარებდა წითელვარსკვლავიან ,,კაკარდიან“ ქუდს ...

,,მეშვიდე ბეჭდის“ ახსნის შემდეგ, იოანე ღვთისმეტყველი ისევ იმეორებს შემდეგს:
,,და გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, როგორც აქვთ ხელმწიფება მიწის მორიელთ.

და თქვა მათ მიმართ, რათა არ ავნონ რაარც ბალახს მიწისა, არც მწვანილს რასმე, არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ კაცთ, რომელთაც არ აქვთ შუბლზე ღმერთის ბეჭედი“ (გამოცხ 9;3;4).
ვფიქრობ, რომ კალიაში გამოხატული ,,კოდირებული ვნება“ წარმოადგენს  COVID-19-ს, რომელიც დედამიწას მოევლინა ,,კვამლიდან“ - გაურკვევლობიდან, ანუ ბურუსით მოცული სიტუაციიდან, მაგრამ აქ უკვე იოანე ღვთისმეტყველი აღარ ახსენებს მიწას და მის ბინადართ, არამედ აკონკრეტებს, მხოლოდ მცენარეთა უვნებლობას, რაც თანამედროვე დროშიც დასტურდება ... COVID-19 გადავიდა ადამიანიდან ცხოველზე (ვეფხვზე), თუმცა მცენარეული საკვების გენეტიკას მან ვერაფერი ავნო.

შემდეგი აბზაცი კიდევ უფრო საინტერესოა: ,,და მიეცა მათ არა მოკვლა მათი, არამედ წამება მათი ხუთი თვით და წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს“ (გამოცხ. 9;5).

COVID-19 თავისი ლეტალური შედეგებით დიდად არ გაოირჩევა და სავარაუდოდ დაინფიცირებულთა მხოლოდ 2% იღუპება, რაც ალბათ ახსნადს ხდის იმ გარემოებას, რომ იგი მასიურად არ კლავს ადამიანებს და მათ მხოლოდ დიდ ზიანს აყენებს. ეს კი სრულად ჯდება მოცემულ ტექსტში. აგრეთვე ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას რომ თავი დავანებოთ, პანდემიამ იზოლაციაში მოაქცია მთელი მსოფლიო და ფსიქიკურადაც შეცვალა. ჩვენ ისეთები აღარ ვიქნებით, როგორნიც ვიყავი! ... ვნება სახეზეა.

ამ ტექსტიდან აგრეთვე ვიგებთ იმასაც, რომ COVID-19-ის პანდე3მია უნდა გაგრძელდეს ხუთი თვე, თუმცა დროის ათვლის ეს კალენდარული სისტემა რამდენად შეესაბამება თანამედროვე სიდიდეს, ჩემთვის უცნობია, მაგრამ თანხვედრადად დაშვების შემთხვევაში გამოვა, რომ ვირუსული პანდემია უნდა გაგრძელდეს 2020 წლის მაისის ბოლომდე, ეს იმ შემთხვევაში თუკი ათვლის წერტილად იანვრის თვეს ავიღებთ და ივნისის ბოლომდე, თუ თებერვალს ვიგულისხმებთ, რადგან COVID-19-მა მასობრივი გავრცელება იანვარ-თებერვალში დაიწყო.
შემდეგ იოანე გადმოგვცემს, რომ კალიები წააგავდნენ ცხენებს და კუდებით გესლავდნენ ადამიანებს ... ხსენებულ ბნელ ეპოქაში მიმაჩნდა, რომ მათში იგულისხმებოდა თვითმფრინავები, მაგრამ დღეს უკვე აზრი რადიკალურად შევიცვალე და თუ ვირუსისა და ცხენის მსგავსებაში ხელშესახები არაფერია, არც საპირისპიროა, რადიკალური, რადგან ,,გამოცხადების“ ტექსტი კოდირებულია და რაში რა იგულისხმება, არავინ იცის.

ვნახოთ, მომავალი კიდევ უფრო მეტ სინათლეს მოჰფენს ,,დაფარულს“ და გაირკვევა მე ვიყავი მართალი თუ სიკოს ბაბუა კლავდიოზი! ...

- სიკო ვინ ოხერია და კლავდიოზი ვინ ჯანდაბაა? ...

არ ვიცი და რა მოგახსენოთ? ...
       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები