ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2020


ქარი

ბრწყინავენ ხენი, მორთულნი თეთრად,
გამოწყობილან სპეტაკ კაბებში,
ჯვარდასაწერად თითქოსდა ერთად
ეშურებიან ოქროს კარეტით.

ქარი კი მოსდევს, ფეხდაფეხ მოსდევს,
გრძნობენ მის მძიმე, მსუსხავ ნაბიჯებს
და აათრთოლებს, როს მკლავებს მოხვევს,
სივრცეებს სუსხავს და აატირებს.

                                                        2020. 16/IV

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები