ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
21 აპრილი, 2020


Анна Ахматова – Перед весной бывают дни такие

ანა ახმატოვა - იცის დღეები ზამთრის მიწურულს...

იცის დღეები ზამთრის მიწურულს,
ვიდრე თოვლის ქვეშ ისვენებს ველი,
ხმელი ხეები მხიარულ ჩურჩულს
იწყებენ, როცა დაბერავს თელხი.

თვისი სიმჩატე აკვირვებს სხეულს
და ცნობა გიჭირს საკუთარ კერის,
მრავალჯერ ნამღერს და მოყირჭებულს,
ვით ახალთახალს, მღელვარედ მღერი. 

21 აპრილი, 2020 წ.



Анна Ахматова – Перед весной бывают дни такие

Перед весной бывают дни такие:
Под плотным снегом отдыхает луг,
Шумят деревья весело-сухие,
И теплый ветер нежен и упруг.

И легкости своей дивится тело,
И дома своего не узнаешь,
А песню ту, что прежде надоела,
Как новую, с волнением поешь.

Весна 1915
Слепнево

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები