ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯანო შენგელია
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2020


**

ფესვს სად გაიდგამს, სად იხარებს შენი ნაყოფი
რომელ უდაბნოს მიენდობი ანდა ხრიოკებს,
გაჰყურებ სივრცეს_ ფიქრებით და ეჭვით დაპყრობილს,
კენტღრუბელა რომ შიგადაშიგ ამოიოხრებს..

და ამოანთხევს არსებობის ყოველ ეპიზოდს
შორს ცისკენ გზებიც გამოჩნდება მარად უვალი,
რომ მღელვარების  წიაღისკენ არვინ ეზიდოს 
იდუმალების
და წუხილის თავსასთუმალი..

რომ ამოიფრქვეს არსებობის ჰორიზონტიდან
ყოველი სიტყვა ეჭვებით და ფიქრით ნაშენი,
დღეები წლებმა მდუმარედ რომ კართან მოზიდა
და არც რა რამე დაგიტოვა აღმოსაჩენი...

თავასაშვებლად. (მარადიულ ფიქრთა საპყარო)
რომ მდუმარებით მოიპოვო მცირე რესპექტი.
თუმც იმეორებ, იმეორებ: -მიგრძნო სამყარომ
მხოლოდ მე მიგრძნო, მე მიპოვა მცირე დეფექტი.


-+-


ალბათ ასეა,
დაგელევა როცა  სატირა,
სიტყვებს ბზარები შეუჩნდებათ, ფიქრებს ლიანა
და ხავსმორჩილი თვალები თუ დრომ აატირა
-ყველა საყრდენმა გამაგრება დააგვიანა.

ჩამოიშალნენ და მტვრად იქცნენ, ქარსგასაყოლად
მოუყოლელი იატორიის ავან-ჩავანნი,
რა გამოისხა შენი სიყრმის ბოლო ნაყოფმა,
რომელი ზღუდე ვერ დაძლიე ან გალავანი.

ან რომელ ნაბიჯს აუჩქარე, ან სად გაჩერდი
რომელ დინებას მიადექი, ანდა შესართავს,
ვერ გაარჩიე, ვერ მოირგე შენი სარჩევი
თუ რამ შეგერგო სიზმრებიდან ამოგეშანთა.

ამოიწრიტა, დაილია გზების მაღაროც
გაღებულია ყველა კარი, ყველა სამარხი,
რომ არსებობის ილუზიამ ვერ იხარხაროს,
აღარაფერი  დარჩენილა გადასალახი..

ალბათ ასეა, დაგელევა როცა სატირა
სიტყვებს ბზარები შეუჩნდებათ, ფიქრებს ლიანა
და ხავსმორჩილი თვალები თუ დრომ აატირა
-ყველა საყრდენმა გამაგრება დააგვიანა
..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები