ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2020


* * *

შორს გახიზნულან და-ძმანი,
ოქრო გავცვალე ნაცარში,
ნაძვნარში სატრფო დავკრძალე.
სულიც დავლიე ნაძვნარში.

დასრულდა ვითარც არაკი:
რომი, კოლხეთი, ელადა.
შეწირულია ზვარაკი,
ქარი არა ქრის ველადა.

არსაით შარა არა ჩანს,
მიწა არ ვარგის მიწადა.
ატირებული ქამანჩაც
მიინავლა და მიწყნარდა.

ხევში ბორია-სანწალე,
აბგა მიტკიებს აფხასა.
შორად ვარადა მაწვალებს
სისხლით კოლხსა და აფხაზზსა.

შორად ვარადა მეძახის,
სული დავლიო ლამისა.
ხელები მქონდეს მეწაღის,
სახლად - წკვარამი ღამისა.

შორს გახიზნულან და-ძმანი,
ოქრო გავცვალე ნაცარში,
ნაძვნარში სატრფო დავკრძალე.
სულიც დავლიე ნაძვნარში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები