ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: შოთაგამგონეიშვილი
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2020


დარცხვენით

მაგიდასთან სიამაყით დავჯექი,
ლექსის წერა მოვინდომე მარცხენით,
მინდოდა რომ დამეწერა თამამად,
მაგრამ მაინც დამეწერა დარცხვენით.

სიცივითაც დაიკვეხნა ოქტომბერმა,
სითბოზე არ გააკეთა აქცენტი,
ჩვენ გვინდოდა ტკბილად ყველა მოგონება,
და აქედან გამოვიდა არც-ერთი.

შენ ამბობდი მინდა ჩემთვის ომობდე,
შემდეგ თურმე არ გიყვარდი, აგჩემდი,
მე მინდოდა გვყვარებოდა ბოლომე,
შენ კი ცოტა ადრიანად გაჩერდი.

ყოველი დღე კარგი იყო ყველა თვის,
წყალს და სასმელს ერთურთისგან ვარჩევდი,
მე შენს იქით ვერ ვხედავდი ვერავის,
შენ კი თურმე იშვიათად მამჩნევდი.

დავიღალე ნუგეშ ნუგეშ მათხოვარ,
არ მეგონა ამდენ ტვირთს თუ ავწევდი,
სხვასთან ხარ და მწერ რომ ისევ გახსოვარ,
რა ვიფიქრო იქნებ ჩემთან სხვას წერდი?!

ორი წელი შესრულდება თებერვალს,
იმ დღის შემდეგ, უთქმელად რომ წახვედი,
ზუსტად მაშინ დამაჩვია დალევას,
მონატრება როცა გახდა თავხედი.

მაგიდასთან მორიდებით დავჯექი,
და უეცრად მაცხადებენ თამადად,
მინდოდა რომ დამეწერა დარცხვენით,
ჩამჩურჩულეს დამეწერა თამამად.

21.10.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები