| ავტორი: გულიანა ჟანრი: პოეზია 11 მაისი, 2020 |
ყოველ დღე, როცა შენს ოთახში შემოვდივარ, სიცარიელით სავსე სივრცეს ვაწყდები და ვგრძნობ, რომ მისი ცარიელი სივრცე, ჩემი სულის საყვირს იკრავს ღრმა ჩასუნთქვისას; ვცდილობ არ ავყვე... რადგან ფანტაზია იმშობიარეს ჩემში სხვისმა ბრჭყალებში ჩასასმელმა კარგისმსურველებმა და სიკეთის მონდომებისათვის, პატივი მინდა მათაც მივაგო!! დავაიგნორო რომ ვერ გამთვალეს... ისიც, თუ ზუსტად გამთვალეს და სასურველი შედეგით ვერ იქმნენ კმაყოფილნი... საკბილო მეგობრობა,ნდობა და სიყვარული,რომელიც ცდებზე და ლაბორატორიებზეა დამყარებული, გულიდან ვიგლიჯავ და ერთი ხელის მოსმით ვანადგურებ სულთან კიბეებს! "მოთმინება რომ გქონდეს,ქალი ვერ გაჯობებდა დუნიაზე"ო... ეს მამაჩემის ხმაა და როცა ის მესმის, ჩემი აღვირი მეტი სიმძლავრით მინდა ხელზე დავიხვიო, მყარი სვლა მივცე ქცეცნობიერის ექოს და შადრევანივით ამოვხეთქო უტყუარი სინამდვილე!.. აღარაფერია ისე, როგორაც უნდა ყოფილიყო... თავს ავარიდებ ვინმეს დადანაშაულებას და ჩემი პოეზიის სახეცვლასაც თავზე ავიღებ!.. და საერთოდაც; რა შუაში ხარ როცა სამყაროს მხოლოდ ჩემი ანარეკლი აქვს?! გათავისუფლებ!.. ჩემი სულის აკლდამა ვხდები და შენზე ფიქრებს ,გაბედულად გულში ვიმარხავ! ჩემი ცხოვრების დაუნდობელ ამ ხიშტ სიმართლეს ფრანზე დავწერ და ცისკაბადონს ამ გზით მივაკრავ!...
არაფერია...მდუმარება შობას განიცდის ან ეს ჩვენა ვართ ვინც ის თავში მოილოგინა... თეთრი ზეწარი ჩაუცვია ჩემს ცისფერ ლექსებს, საკუთარ მესაც ვაკვირდები უკვე შორიდან.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|