თოვს ხვავრიელად…ქედები თოვლმა დაფარა ისევ, შორს ქარი მიერეკება ზამთრის გაცრეცილ ნისლებს და ზეზვას მამა თივისთვის ბილიკს გაუყვა მთისკენ.
ზეზვა პატარა ბიჭია, ჯერ არ იქნება ათის, ბუხართან წიგნსა კითხულობს და დრო ზღაპრებში გადის, დევების თავგადასავალს იჯერებს როგორც ნამდვილს, უკვირს მელიას ხრიკები, მისი საქმე და ფანდი.
თოვს ხვავრიელად…ლამაზად, ბარდნის,ბარდნის და ბარდნის. მამა არა ჩანს,ელიან, სახლში ჩამოწვა დარდი. დედა ვერ ივლის ამ თოვლში, დედას მუხლები სტკივა, ზეზვამ წიგნს თავი ანება, ტანზე ჩაიცვა თბილად, მამის ნაკვალევს გაუყვა, თან ჯოხი დაიბჯინა.
შუა ფერდობზე შეჩერდა, დიდი გზა არის მთამდე, გაიხედა და რას ხედავს: ცეცხლი უნთიათ დათვებს, ბურდღუნებენ და ერთმანეთს უტყაპუნებენ თათებს. ზეზვა შეშინდა,იფიქრა, დავეშვებიო თავქვე, მაგრამ შესძახეს დათვებმა: “არაფერს გავნებთ,გწამდეს, მოდი და გათბი კოცონთან, გიამბობთ ახალ ამბებს.” ზეზვაც მივიდა,უამბო, დარდი რომ ჰქონდა მამის, დათვები დინჯად წამოდგნენ (რამდენი დათვი?სამი!), ზეზვას გაუძღვნენ აღმართზე, დარჩათ ვეება კვალი. იარეს…უცებ ხედავენ (თვალებს არ დაუჯერეს!) გადაბრუნებულ თივას და თივის ქვეშ კაცის ხელებს. “მამაა!_ზეზვამ იყვირა_ მიშველეთ!მიეშველეთ!” დათვებმა თივა ასწიეს და განზე გადგნენ მერე, ერთმანეთს თვალი ჩაუკრეს, ამაყად ჩაახველეს.
მამა ჯერ თოვლში შეირხა, მერე წამოდგა ფრთხილად, “გადავრჩი_ჩაიბუზღუნა_ არც არაფერი მტკივა.” მადლობა უთხრა დათუნებს, კეთილად გაეღიმა, ზეზვა გულმკერდში ჩაიკრა, შუბლზე აკოცა ტკბილად. თივაზე,როგორც ციგაზე, დასვა სამივე დათვი, თან გვერდით ზეზვა მიუსვა, როგორც ძმობილი მათი. ფერდობზე ჩამოაცურა, თოვდა,ლამაზად თოვდა, იცინოდნენ და მღეროდნენ, დარდი აღარა ჰქონდათ, ისე,სიმართლე თუ გინდათ, ზეზვას შესცივდა ცოტა…
ზის ზეზვა ახლა ბუხართან, გაყინულ ხელებს ითბობს, ზღაპრის დათვები არ ახსოვს, კეთილ დათვებზე ფიქრობს, ეს საოცარი ამბავი სიზმარში მოხდა თითქოს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. ისე,სიმართლე თუ გინდათ, ზეზვას შესცივდა ცოტა… +2 ისე,სიმართლე თუ გინდათ, ზეზვას შესცივდა ცოტა… +2
23. ბრწყინვალეა ლექსია. ბრწყინვალეა ლექსია.
21. ძალიან ლამაზი და საყვარელი ლექსია... 5 ძალიან ლამაზი და საყვარელი ლექსია... 5
20. უბწყინვალესი ნაწარმოებია. უბწყინვალესი ნაწარმოებია.
19. უი, რა კარგია... ჩემს შვილებს წავუკითხავ! 5 უი, რა კარგია... ჩემს შვილებს წავუკითხავ! 5
18. მართლაც თბილია... მართლაც თბილია...
17. ძალიან თბილი ლექსია, ანთა! გაიხარე! 5 ძალიან თბილი ლექსია, ანთა! გაიხარე! 5
16. მშვენიერი :) მშვენიერი :)
15. უპასუხეთ ნატას...მოკვდა ცნობისწადილით... უპასუხეთ ნატას...მოკვდა ცნობისწადილით...
12. ჩემი აზრით ამ პორტალზე საბავშვოებში საუკეთესო ხარ ჩემი აზრით ამ პორტალზე საბავშვოებში საუკეთესო ხარ
11. შენ გაიხარე, რა კარგი იყო. იშვიათად წააწყდები კაცი ასეთ გულიან რამეს... შენ გაიხარე, რა კარგი იყო. იშვიათად წააწყდები კაცი ასეთ გულიან რამეს...
10. ჩავარაკრაკე :) ჩავარაკრაკე :)
9. კარგი და კეთილი დათვები, მადლობა კარგი და კეთილი დათვები, მადლობა
8. ვაა, ნახე რა ლექსი მიცა? :D ვაა, ნახე რა ლექსი მიცა? :D
7. ,,... ეს საოცარი ამბავი სიზმარში მოხდა თითქოს.’’ ლამაზი ზღაპარი იყო... :) ,,... ეს საოცარი ამბავი სიზმარში მოხდა თითქოს.’’ ლამაზი ზღაპარი იყო... :)
6. რა კარგი ლექსია...:)
"და დრო ზღაპრებში გადის" -არც მე ვიტყოდი უარს,თუ დრო სულ ზღაპრებში გაიარდა...:) რა კარგი ლექსია...:)
"და დრო ზღაპრებში გადის" -არც მე ვიტყოდი უარს,თუ დრო სულ ზღაპრებში გაიარდა...:)
5. მოგიკითხე მეგობარო! ლექსი მომეწოა 5! მოგიკითხე მეგობარო! ლექსი მომეწოა 5!
2. დაჩის ზრაპრები გამახსენდა... არ ყოფილა დათვი დებილი...-გამიხარდა,მოგიკითხეთ... დაჩის ზრაპრები გამახსენდა... არ ყოფილა დათვი დებილი...-გამიხარდა,მოგიკითხეთ...
1. ბუხართან წიგნსა კითხულობს და დრო ზღაპრებში გადის
საინტერესო საბავშვო იყო:) ბუხართან წიგნსა კითხულობს და დრო ზღაპრებში გადის
საინტერესო საბავშვო იყო:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|