ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2020


*

ვზივარ და ვფიქრობ,როგორი არამყარია ყველაფერი:
მაგალითად სუნთქვა,მიწა ჩემს ფეხქვეშ და წარსული,
რომელსაც დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი სამხილივით
შიშველი ხელებით არ უნდა შეეხო.
თუმცა გული მეუბნება,რომ წესები დასარღვევად არსებობს.
ჰოდა,ჩემგან მარცხნივ მყოფი ეს ტერორისტი
მოგონებებს მიფეთქებს,მე კი
უშენობასავით მძიმე ცრემლები მცვივა.
ასეთ დროს იცის მზემ გამოღვიძება,
ჩემთვის უკვე სულერთია,რადგან მხოლოდ ორ მზეს ვცნობ_
შენს თვალებს,რომლებიც დიდი ხანია ზამთრისთვის ნაჩვევ სხივებს მიგზავნიან.
მივეჩვიე...
გარემოებებმა ყველაზე უკეთ იციან,როდის ითამაშონ შავი კატის როლი.
აბსურდულია ყველა ბრალდება და სისულელე _გზა,
რომელიც შენამდე არ მოდის
და მაინც,მისი თვალებიდან სხვის თვალებში გამოიდარებს-მეთქი,
თავს ვირწმუნებ,თუ ვიტყუებ,ჯერ არ ვიცი,
ამ დროს  მაკიაჟივით ვიშლი ღიმილს სახიდან.
იმედგაცრუების ქარში მეკარგება შენი ხელების სითბო.
ალბათ, ასე იწყება  დასასრული.
წარსულს დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი სამხილივით
შიშველი ხელებით არ უნდა შეეხო.
ნუ დასრულდები!
უხმოდ ვყვირი და სახეს ხელებში ვმალავ,
უშენობასავით მძიმე ცრემლები  რომ ვერ შენიშნო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები