ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: გიგო ამრა
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2020


ნამწუხრალზე

ნამწუხრალზე,
როდესაც გავდივარ სხეულიდან,
ყოველგვარი ჰაშიშისა
და
შამანური შელოცვების გარეშე,
გამუდმებით მივდივარ
კართან-
სრული სიგიჟისა
და ბჭეს მისას
აწერია:
„ჯოჯოხეთი“...
შემდეგ,
საოცარი სითავხედით,
მებღაუჭება
უწონადობის სიმსუბუქე,
მექაჩება,
უკეთ რომ ითქვას,
შინ,
ანუ
სხეულისაკენ მიმათრევს.
დაბრუნებამდე,
წამიერად ვლანდავ დედაჩემს,
რომელიც
მძინარეს მეფერება
და
შუბლს მიკოცნის...
დედი,
ილოცე ჩემთვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები