ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2020


"სარდაფის ცოლების" ბოლოს წინა ნაწილი. (ბოლო იქნება "ლილიასი")

                                                                              სარდაფში კედლებზე
                                                                              ძე ღმერთის კიდია.
                                                                              ოთხი ძე.
                                                                              ოთხივე ნამდვილია.
                                                                              ისინი უმამოდ არიან
                                                                              და გვეშინია.



ჩვენს ენას ყოველთვის ძვლები ადგა,
ჩვენივე ძვლები. ხან მკლავების და ლავიწების,
ხან ხერხემლის  ნაწილების და როცა ტყდებოდა,
ჩურჩულით ვაწებებდით.
ვგალობდით უხმოდ, ქრისტეების გვერდით
და მათაც ვაწებებდით.

მერე იმ სხეულის  ნამცეცებით, ხარობდნენ დედები
და სხვებსაც ახარბებდნენ.
როგორც გამძლე სახამებელს, ისე ავლებდნენ ჩვენში
თავიანთ ყოფას და სიწმინდეს.

ჩვენ კი, როგორც  წისქვილებს, ქვაც რომ დაიღალა
თავებზე ტრიალით, უხვად გვეყრებოდა ტანიდან
ნამცეცები, რომლებსაც ვეღარც ვაწებებდით
და ვკვდებოდით წესის აგებამდე,
ყველა წესის დაცვით.

სარდაფის ღალატი - სიკვდილის უკიდურესი ზომა,
ზუსტად იმხელა,  რამხელა სუფრაც გასწვდა და
რამდენი ცრემლიც გამოლბა.

ხოლო გამოცხადება  და გალობა
(შიშისაგან გასვლისა და ძილად მისვლისა)
დარჩა ბოდვად მოტრიალე ჭირისუფლისთვის.
და სარდაფის ცოლების დატირებად
უფლისგან დატოვილი ქრისტეებისთვის:

(გაიქაროს შიში შენი მუცლიდან კაცი წითელწვერება
რომ დარაჯობს, ნუ უმღერი უბგერებო გალობას
ხელზე შებმულ ეშვებიან სამაჯურს.
შენი ხმა არის,  თუ კატებიდან ავი სულებია
ამომხტარი, სუფრას შემოუვლის ექვსფეხიანს
კაცი ბუტბუტით და ცელის ტარით.
შიშისასა მიწისასა, მხოლოდ შენი შიშისასა
ნაან მარიენ, გულოვ შინა, გულო შინას ეშინია.
ნაან მარიენ, გულოვ შინა, გულო შინას ეშინია.
შიში  ძილინებისასა, შიში ძილინებისასა.)








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები