ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
17 მაისი, 2020


Александр Сергеевич Пушкин- ПРОРОК

ალექსანდრე პუშკინი - წინასწარმეტყველი

სულიერ სიმწყურვალით მღელვარე,
პირქუშ, უდაბურ ველისკენ მსწრაფი,
გზაჯვარედინთან გადავეყარე
ღმერთის ექვსფრთიან წმინდა სერაფიმს.

ძილივით მჩატე თითები ფრთხილად
გუგებს შეახო და ამეხილა
წინასწარმხედველ მზერით თვალები, 
მფრთხალი არწივის მსგავსი კაკლებით.

ყურებს შეეხო ზენარი არსი,
სმენა ამევსო ხმაურით, ზარით:
მესმა ზეციურ თავანის რყევა,
ცის ანგელოზთა ფრთების ფარფატი,

ქვეწარმავალთა ზღვებში სხმარტალი,
ვით შეისხამდა ვაზის რტო მტევანს.
ბაგეს დააცხრა დაუზოგველი
და ამომგლიჯა ენა მცოდველი,

ზაკვის მოქმედი და შემარცხვენი,
ენის მაგივრად კი საწერტელი
ჩადგა გველური სიბრძნის მეტყველი,
სისხლით მოთხვრილი მისი მარჯვენით.

მკერდი გამიპო შემდეგ მახვილით,
ამომჭრა გული თრთოლვით ნაძგერი
და ამომივსო ხვრელი სახმილის
ალმოდებული მწველი ნაღვერდლით.

ვეგდე მკვდარივით ცნობაწახდილი,
სანამ არ მესმა ღმერთის ძახილი:
„აღსდექ წინასწარმეტყველო, ჩემო,
გახდი ღვთის ნების აღმასრულები,

შემოუარე ქვეყნებს გარშემო,
სიტყვით დაშანთე კაცთა გულები!“

17 მაისი, 2020 წ.



Александр Сергеевич Пушкин- ПРОРОК


Духовной жаждою томим,
В пустыне мрачной я влачился,
И шестикрылый серафим
На перепутье мне явился.

Перстами легкими как сон
Моих зениц коснулся он:
Отверзлись вещие зеницы,
Как у испуганной орлицы.

Моих ушей коснулся он, 
И их наполнил шум и звон:
И внял я неба содроганье,
И горний ангелов полет,

И гад морских подводный ход,
И дольней лозы прозябанье.
И он к устам моим приник,
И вырвал грешный мой язык,

И празднословный и лукавый,
И жало мудрыя змеи
В уста замершие мои
Вложил десницею кровавой.

И он мне грудь рассек мечом,
И сердце трепетное вынул,
И угль, пылающий огнем,
Во грудь отверстую водвинул. 

Как труп в пустыне я лежал,
И бога глас ко мне воззвал:
"Востань, пророк, и виждь, и внемли,
Исполнись волею моей

И, обходя моря и земли,
Глаголом жги сердца людей."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები