ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2020


ქარების სეზონი

თავი შემახსენა ქარების სეზონმა,
და ბედთან თამაში ახლა დამენანა...
სიტყვა- შეიძლება სამყარომ ვერ აზიდოს.
და სიტყვამ დაიტიოს ეს დიდი ქვეყანა.

ივიწყებ , ოდესმე რაზეც ლოცულობდი.
ხანდახან რწმენაც იწვევს, დარდის შემოწოლას...
დაანგრევ კედლებს სიმწრით აშენებულს,
და ჭრელ გაზაფხულზე დაეძებ შემოდგომას.

დაეძებ დაცვარულ მინდვრებში გვირილებს,
დაეძებ  თან იცი , ამაო სიძნელის.
გრძნობის და უგრძნობლობის შავ-თეთრი თავსატეხი,
იმასაც ხვდები, რომ ვერავინ გიშველის.

სიცოცხლეს სხვაგვარად, ზომავ და აფასებ.
მტკიცდები ზღაპრებში, მტკიცდები სიზმრებში...
და როცა ბოლო ტოტს მოლეწავ უხეშად,
მიწისკენ ეშვები, ეცემი მიხვდები.

და მიღმა რა ხდება?! რასაც ვერ აწონის,
და სხვაში რა კვდება, ვერასდროს შეიტყობს,
ცხოვრება , მდუმარე ნოტებზე თამაშით,
უკრავს და ივიწყებს, როგორც სხვა ეპილოგს.

ილევა მაისი, წყნარდება ქარები...
და ბედთან თამაში ახლა დამენანა,
სიტყვა შეიძლება , სამყარომ ვერ აზიდოს,
დუმილმა დაიტიოს , ეს დიდი ქვეყანა.

ზ.მ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები