ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2020


სახლის ბარათები N ერთი

აქ, ამ სახლში,
ზღვებია და უფსკრულები:
ვერ ამოაშრობ, ვერ ამოქოლავ.
აქ, ამ სახლში,
კენჭებია,დოქი, ყვავილი:
ვერ მოისვრი, ვეღარ გაზრდი, წყალს არ მიიღებს.
აქ, ამ სახლში,
წამლებია, რომი,ვაგონი:
ვეღარ გიშველის, აღარ გყოფნის, თავსაც მიიბამ.
აქ, ამ სახლში,
გემებია, პორტი, მედუზა:
ვეღარ გაჰყვები, დაგაგვიანდა,სულზე მოგედო.
აქ,ამ სახლში,
იატაკძვრაა,სისველე, ნესტი:
ვეღარ გადახვალ, ვერ დაშრები, სუნია შენი.
აქ, ამ სახლში,
გვამებია, ყივილი, ჩარლი:
ვერ დაიტირებ, ვერ მოისმენ,
ორ ფეხზე ივლი.
აქ,ამ სახლში,
წვიმებია, ქვები და სეტყვა,
ღმერთი, მალარმე,
ლო დე სამონ, აფრები, შარდვა.
აქ, სახლში,
კატებია,
კაქტუსი,
პიტნა.
ხიდებია,
დაღლა,თვალები.


აქ,ამ სახლში,
ყველა არის, გარდა მასპინძლის.


გარეთ კი ვგონებ
ყველაფერი ისევ რიგზეა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები