ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: რკინის მწურავი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2020


აპოკალიფსი

ძმაო იოვანე როცა ვიუარე გზანი მიუვალი
როცა შეეონა სიტყვა შამანივით სამანს მითიონის
უნდა მომითმინო, უნდა მიმეორო, ვიდრე ცის ვუალი
ყოველს მიიზიდავს, ყოველს მიიკრავს და ყოველს მიიწონის.
ჰოი, იოვანე, დიდი სიჩუმიდან ყველას მიუვანე
რადგან უნდა ითქვას-უკვე ითქმის მგონი ძმაო, შე, უბრალო...
მხეცად წუთისოფლის თავად კაცი იქცა, ძმაო, იოვანე,
უნდა მიუტევო, სიტყვა მოუძებნო, სული შეუბრალო.

ნურავის  დატოვებ მორკინალთა გარდა საკუთარ მხეცთან პირისპირ, რადგან არა იციან რა რკინისა და სიტყვისა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები