ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ნინო_ზღვისპირელი
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2020


იცოდე მაინც რომ მე მიყვარდი!

დამდევს ნოტები მელოდიებად ჯერ არ შეკრული...
ტრიალებს თავში ათასი ფიქრი გამოუთქმელი...
გრძნობების ნაკვესს დაეძებს ჯერაც სული ბედკრული...
მახრჩობს სიტყვები  ბურთად მომდგარი, შენთვის უთქმელი!

(და მაინც გეტყვი!!! იცოდე მაინც რომ მე მიყვარდი!!!)

შენში  გრძნობებით სავსე მზირალი მიყვარდა თვალები...
ჩემი თითების ძიებაში მიყვარდა შენი ანცი ხელები...
ჩემს ტუჩებზე დანთებული მიყვარდა შენი ვნების ალები...
მიყვარდი ჩემს თბილ კალთაში თავჩარგული, მონაფერები...

მიყვარდა შენი გული ჩემი გულისთვის ძგერდა და როცა
ყოველ წამს და წუთს შენი სული ელტვოდა ჩემსას...
ახლა კი მორჩა , გათავდა... წავალ... და მაინც გლოცავ
რადგან მაცხოვრე ამ ზმანების ტუსაღად ერთხანს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები