ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ანდალუზიელი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2020


მიყვარხარ

არ ვიცი რისი -
ვისი ბრალია ,
რომ ასე ბანალურია უკვე
- " მიყვარხარ "
ამიტომ ვეღარც ვიხსენებ ბოლოს როდის მოგმართე ასე .
არც ის ვიცი ვინ გააშავთეთრა გვირილება ამ გაზაფხულზე .
რატომ გახდა კარზე კაკუნი ასე უაზრო ?

ამბობენ :
ეს ის კაცია ცოლს ყვავილები რომ მიუტანა .
ეს ის კაცია ( იღიმიან ) ცოლს რომ უმღერის .
ცოლს არ ღალატობს ,
ჰაჰა .
ჩაიცინებენ .
ოჰ , მობრძანდაო მეზობლები გამოფენილან .
მათ შემოჭამეს ალბათ ასე სიტყვა
- " მიყვარხარ "
ხოდა მოვდივარ კარზე კაკუნით და გვირილებით ,
რომ ბევრჯერ გითხრა .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები