ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: მისანი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
19 მაისი, 2020


შენი სულის ინჟინერი



ჰო როგორც უწინ
მე შენს ტვინში
ლოცვებს,
ფანტომებს,
ბნელ აზრებს,
დოგმებს,
ვაკანონებ,
ვფანტავ,
ვაგროვებ,
რიტმის კვალდაკვალ
ახლაც ვხლართავ
განცდას სხვაგვარს და
ვით შემოქმედი
სულს გიქარგავ
სულ ახალთახალს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები