ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: აიობ
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2020


* * *

როცა ცის თაღი გრგვინვით იწყებს გამობრუნებას,
და ზღვის სიგიჟეს ნაპირები ვეღარ დაიჭერს,
აღსასრულის წინ აღმოჩნდება ჩვენი ბუნება
და გაიხსნება ჯოჯოხეთის ფართოდ კარიბჭე,
დავდგები მშვიდად, უშფოთველი, უემოციო
და იქნებ ერთი სიგარეტის ღერიც მოვწიო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები