| ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 20 მაისი, 2020 |
ნაცვლად იმისა, რომ რაიმე ახალ ან თუნდაც, არც ისე ახალ მნიშვნელობას თქმისას იძენდეს სიტყვა, რომელიც გაჟღერდება მიტინგზე, ბუნტზე, სიტყვა, რომელიც გაახლოვებს ნანატრ მიზანთან, სიტყვა, რომელიც არ შეგხვდება ტექსტის ავტორთან, იმავე გვერდზე ან ბოლოში-განუმარტავი, სქოლიოს ჩხრეკა ძველებურად უნდა გართობდეს, ასე უბრალოდ, ასე სადად, ასე მარტივად, შენ უნდა იყო მეამბოხე, გულქვა პუტჩისტი, აბსურდი კია, არ უწყოდე, ერთ დროს პოეტმა და მოკვდე, რადგან წლების მერე რამე ქუჩისთვის, შენი სახელის მინიჭების კანონპროექტიც, ჩავარდეს ისე, როგორც კოვზმა იცის ნაცარში, ზოგჯერ იმავე კოვზისაგან ზღვაც კი ილევა... ხოლო შენგან კი, ერთადერთი სიტყვა გადარჩეს, სიტყვა, რომელიც არ იქნება „კმაყოფილება“, რადგან ეს სიტყვა, არც რაიმე ახალ ან თუნდაც, არც ისე ახალ მნიშვნელობას თქმისას არ იძენს და არ ღირს ღამის გათენება, სიტყვაზე მენდე, რომ ერთ სიტყვაზე ამოდენა ლექსი აკინძო...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ნი სტოიტ, ნინა, დავერს'ა <3 ნი სტოიტ, ნინა, დავერს`ა <3
6. ღირს მაინც. :) ღირს მაინც. :)
5. :)) ბალახა გადიქცა სამუმად, სამუმი-დერვიშად, მომენატრე ორივე, კაი დრო იყო :)) ბალახა გადიქცა სამუმად, სამუმი-დერვიშად, მომენატრე ორივე, კაი დრო იყო
3. ასეთი ჟღერადი სიტყვათა შეთანხმება მხოლოდ თოლიებს შეუძლია :) ასეთი ჟღერადი სიტყვათა შეთანხმება მხოლოდ თოლიებს შეუძლია :)
2. ქუჩების სახელდების კომისია-ეს უკვე პოეზიაა! ქუჩების სახელდების კომისია-ეს უკვე პოეზიაა!
1. "ქუჩების სახელდების კომისიაში" უნდა გყავდეს ნაცნობი :)
"ქუჩების სახელდების კომისიაში" უნდა გყავდეს ნაცნობი :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|