| ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 23 მაისი, 2020 |
მარჯანიშვილს რომ ჩაუყვები და მთელ ამ თურქულ ჩილიმ ბარებით აჭრელებულ, მოგრძო კოლონას, ალუბლის სუნით იჟღენთება ვილვეტის ქურქი, რომ გადაფაროს სუნთქვა შენი ოდეკოლონის, რომელსაც დილით მოაპკურებ ნაჩუქარ კაშნეს, როდესაც სახლში დაბრუნდები ჰარამხანიდან და მტკვარიც ხიდქვეშ იზლაზნება, ასეთი უშნო, ჯერ არ გინახავს ანდა სულაც კარგა ხანია, ასეთს უცქერი, არა მარტო ხიდზე ტაბიძის, ბარათაშვილზე, ვახუშტიზე, კიდევ ვინ იცის, რომელი გითხრა, თუნდ „მშვიდობის“ შუშით აკინძულ ციმციმა ხიდზე, რომ გადადის მთელი თბილისის ადგილობრივი მოსახლე და ყველა ტურისტი, სადაც ფეხდაფეხ ხელგამოწვდილ ბავშვებს შეხვდები, თვალებში შიმშილს წაიკითხავ, მერე უსიტყვოდ, ხურდას ჩაუყრი კმაყოფილად და სხვა, შეღებილ კორპუსთა მხარეს გადაიწევ და თითქოს დაცლი ავსებულ მზერას სიცივით და ამაოებით, ლურჯ ფასადებზე, რიკულებზე, რომ გაწყდეს ქანცი და შეუხამო გარე მხრიდან გარემონტებულ: სკოლებს, კლინიკებს, მობეზრებულს უკვე ლუდხანებს, სადაც დროდადრო მეგობრებთან ერთად ისვენებ, ღამეც მოდგება უსახური და ბებრუხანა და საზეპიროდ წაუკითხავ ძმაკაცს ესენინს, ზედიზედ მოწევ რამდენიმე წითელფილტრიან სიგარეტს, ისიც საზიაროდ რომ გაქვს ნაყიდი, მერე კი მიდი, იდექი და თავი იმტვრიე, რადგან სახლამდე დღესაც ფეხით უნდა წახვიდე და ჩაუყვები მარჯანიშვილს, მოკლედ ამ თურქულ ჩილიმ ბარებით აჭრელებულ, მოგრძო კოლონას, ალუბლის სუნით იჟღენთება ვილვეტის ქურქი, რომ გადაფაროს სუნთქვა შენი ოდეკოლონის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ჯანო, სი ჯვეშ ❤️ ჯანო, სი ჯვეშ ❤️
15. მიორს თე ლერსი ჯიმა.
+5 მიორს თე ლერსი ჯიმა.
+5
14. არა არს დაფარული, რაიცა არ გაცხადდეს ჟამსა კომენდანტის დასრულებისასა, ველოდებით მიძღვნას ადრესატისგან :) არა არს დაფარული, რაიცა არ გაცხადდეს ჟამსა კომენდანტის დასრულებისასა, ველოდებით მიძღვნას ადრესატისგან :)
13. დიდი მონატრება თქვენ შეგნებულისგან :) დერვიშ - სადაც კარტოფილს ოდებს უძღვნი , ეს რომ არ დაგედო მე მოგკლავდი :დდ დიდი მონატრება თქვენ შეგნებულისგან :) დერვიშ - სადაც კარტოფილს ოდებს უძღვნი , ეს რომ არ დაგედო მე მოგკლავდი :დდ
12. დღევანდელივით მახსოვს. ნანიკო-შეგნებულიც გვახლდა:) რა სასიამოვნო ყოფილა საკუთარ თავზე ასეთი კარი ლექსის წაკითხვა. მადლობა! დღევანდელივით მახსოვს. ნანიკო-შეგნებულიც გვახლდა:) რა სასიამოვნო ყოფილა საკუთარ თავზე ასეთი კარი ლექსის წაკითხვა. მადლობა!
11. წითელფილტრიან სიგარეტს ბევრი ეწევა, ბოლოს რომ ვიყავით ერთად, ფილიპ მორისს ეწეოდა, თუმცა ესენინი(და არამარტო) პლეხანოვიდან სან-ზონამდე ერთ ადამიანს შეუძლია იახლოს, საზეპიროდ :) თვითონ იმას იზამს, ასე ვართ შეთანხმებულნი :) წითელფილტრიან სიგარეტს ბევრი ეწევა, ბოლოს რომ ვიყავით ერთად, ფილიპ მორისს ეწეოდა, თუმცა ესენინი(და არამარტო) პლეხანოვიდან სან-ზონამდე ერთ ადამიანს შეუძლია იახლოს, საზეპიროდ :) თვითონ იმას იზამს, ასე ვართ შეთანხმებულნი :)
9. რა კვლევა-ძიება დაგვაწყებიე მერე?! აღარ იტყვი? :O რა კვლევა-ძიება დაგვაწყებიე მერე?! აღარ იტყვი? :O
8. ადრესატი ჰყავს ისეთი, რომ სხვანაირს ვერ იმასვიზამდი :) ადრესატი ჰყავს ისეთი, რომ სხვანაირს ვერ იმასვიზამდი :)
7. რაც კარგია, კარგია! რაც კარგია, კარგია!
6. შემომენახა :) შემომენახა :)
5. რას ინახავდი მერე? მშვენიერი მიძღვნაა!
რას ინახავდი მერე? მშვენიერი მიძღვნაა!
4. შემდეგი მიძღვნა ნანიკოს! ვახლდით ერთმანეთს ❤️ შემდეგი მიძღვნა ნანიკოს! ვახლდით ერთმანეთს ❤️
3. კარგია, მშვენიერი მიძღვნაა. კარგია, მშვენიერი მიძღვნაა.
1. რამდენი წელი ვინახავდი ამ ლექსს :) ეძღვნება ძმას და მეგობარს, ვინაობას ჯერ არ დავასახელებ! რამდენი წელი ვინახავდი ამ ლექსს :) ეძღვნება ძმას და მეგობარს, ვინაობას ჯერ არ დავასახელებ!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|