ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: გიგო ამრა
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2020


ნაირობი და ვატიკანი

თებერვლის ოცია, ასეთ დროს თოვლი კი,
არ უნდა გიკვირდეს ან რა ბედენაა?!
ვდგავარ და ვლოცულობ, ერთი კათოლიკე,
ვდგები და მივდივარ, როგორც ბედუინი.
საცაა თებერვალი მარტში აირევა,
მორჩა, სურწყუნისი უნდა ვამირკანო,
ვდგები და მივდივარ, მრჩება ნაირობი,
ვდგავარ და ვლოცულობ, აჰა, ვატიკანი!
აქეთ ჯერ არ თქმული, ჯერაც არ სმენილი,
სუსხი მელოდება, მაგრამ ნაზამთრალი...
შენ კი სიცხეები აღარ გასვენებენ,
პაპანაქებაა-თითქმის სადავთარო,
წერა ხომ გიყვარდა, მიდი, ჩაინიშნე,
შენი სიმარტოვის ცხელი თარიღები;
შენი არსებობა არის ჯაინიზმი
და შენს არსებობას აქ ვერ გაიგებენ.
თებერვლის ოცია, ასეთ დროს თოვლი კი,
არ უნდა გიკვირდეს ან რა ბედენაა?!
ვდგავარ და ვლოცულობ, ერთი კათოლიკე,
ვდგები და მივდივარ, როგორც ბედუინი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები