ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პროზა
21 მაისი, 2020


სიტყვების ტყვე - თავი 1 - გამარჯობამდე (ნაწილი#1)

არ მახსოვს ის დღე, როცა გადაწყვიტე რომ სხვები უფრო მნიშვნელოვნები იყვნენ შენ ცხოვრებაში, ვიდრე თავად შენ.  ბანალურია, მაგრამ მგონია წვიმიანი საღამო იქნებოდა, სახლში დარჩებოდი და ფიქრს დაიწყებდი. ბავშვობიდან გიყვარდა ფიქრი, ზედმეტიც? ალბათ ამის გაგონებაზე ჩაიცინებდი და გაიფიქრებდი, რომ ფიქრი ზედმეტი არასდროსაა. დიდიხანია რაც ასე გგონია? მაინც რამდენი? რამხელა იყავი? რვა წლის? როცა პირველად გადაწვიტე, რომ შენი სურვილები უკან უნდა წაგეღო, რათა სხვისთვის გესიამოვნებინა. კი, ამხელა იქნებოდი, როცა მიხვდი რომ ეს სწორი იყო. რამხელა იყავი, როცა სხვებმაც შეამჩნიეს შენი სამართლიანობის განცდა? ღვთაებრივი სამართლიანობისა. ნეტა ვინ იყო პირველი ვინც ამის შესახებ ხმამაღალა გითხრა და ამით დაღი დაგასვა, დაგასვა დაღი რომელსაც ვეღარასდროს მოიშორებ, როგორ თქვა გახსოვს? მე მახსოვს. პატარა იყავი, ძალიან პატარა, იატაკზე იჯექი და პაზლს აწყობდი. სტუმარი გყავდათ, დედაშენის მეგობარი ქალი, საუბრობდნენ, შენ კი მთელი ყურადღება მათკენ გქონდა გადატანილი და რა თქვა მან? აღარ გახსოვს... მისნაირი კეთილი და სამართლიანი არავინ მინახავსო. ვიცი, რომ აღარ გახსოვს, ვიცი ვერც გაარჩიე დედაშენის ხმა იყო თუ მისი დაქალისა, ერთი კია შენ სამყაროს ხმად ჩაგესმა, ეს იყო შენი განაჩენი, ეს იყო შენი განაჩენი სამყაროს მხრიდან, ხის ჩაქუჩის დარტყმის ხმაც მოგესმა ზეციდან, რომელიც დედამიწაზე ყავის ჭიქის გატეხვით გამოიხატა.

ერთი ჩვეულებრივი დღე იყო (მიყვარს ეს სიტყვა), არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. ჩვეულებრივი ადამიანები დადიოდნენ მის გარშემო. ჩამუხლული იჯდა ხალიჩაზე, ფიქრობდა რომ უნივერსიტეტს ეს ხალიცა ნადვილად გამოარჩევდა. უყურებდა ადამიანებს, უმეტესად გოგოებს და უმეტესად შიშველ ფეხებზე. არ უნდოდა ფეხებს ზევით ამეყოლებინა თვალი, ვინაიდან, ხომ იცი, მუცელში მძღნერს დაუნახავდა, არ შეეძლო არ დაენახა მუცელში მძღრენი და მერე როგორღა შეეხედა მათთვის. ფიქრობდა რომ ხალხს ის ადამიანები არ უყვართ ვისაც მუცელში მძღენი აქვს. არა! კი, ნამდვილად ეზიზღებათ ისინი. ადამიანი ღვთიური არსებაა, ხატი და მსგავსი მისი, მისი დაცემის შედეგია ეს მძღრენი, თორემ მანანებით უნდა გვქონდეს მუცელი სავსე. ნეტავ ებრაელები თუ ინელებდნენ შენგან მოცემულ მანანებს ღმერთო?-ფიქრობდა ის-  თუ ინელებდნენ, მაინც სუნიანი მძღენი გამოსდიოდათ უკანალიდან?  არ იცოდა, მაგრამ ამაზე ფიქრი ხომ არ ღირდა, უწმინდურობაა, უღმერთობაა, ვეღარ ცხონდებოდა. იცი, როგორ შეეშინდა ამაზე ფიქრის, ძალიან შეეშინდა. გაახსენდა, წმინდა გიორგის წამებაზე რომ წაიკითხა, თუ როგორ უფლითავდა მუცელს დანების ბორბალი, მხოლოდ ის დაუდგა თვალწინ, თუ როგორ გადმოსდიოდა გაფლეთილი მუცლიდან მძღრენი. არ შეიძლებოდა, ხომ ამის ფიქრი? აბა წმინდანს როგორ შეიძლება მუცელში ეგეთი ბინძური რაღაც ჰქონოდა?! ის ხომ განსაკუთრებულია, თუ ეგეთი რამე ექნებოდა, ჩვენნაირი გამოდიოდა და ჩვენ ხომ არ გვიყვარს ჩვენნაირები. წმინდაო პეტრევ, შენც ხომ მას შემდეგ ჩაუვარდი იესოს მუხლებში რაც წყალზე მოსიარულე დაინახე, მას შემდეგ არ უთხარი რომ ძე ღვთისა ხარო? კი პეტრევ, ასე იყო, მას შემდეგ ქენი რაც მიხვდი, რომ შენნაირი არ იყო. არადა უფალი, ხომ იმიტომ იყო აქ რომ დაენახებინა ჩვენი სიახლოვე მასთან?! არა, იესო, არ ვართ ახლოს ერთმანეთთან, -მიმართა გონებაში- ჩვენ მუცელში მძღნერი გვაქვს. მაგრამ მე ამას არ უნდა ფიქრობდეს. ამ გაწამაწიაში იყო, როცა პირველად დაგინახა, ყვითელი კაბა გეცვა, მოკლე კაბა, შენც ფეხებზე შემოგხედა პირველად. მაგრამ ისე ახლოს ჩაუარე თითქმის ცხვირთან გაუქროლა შენმა კაბამ და ხელმა, შემდეგ კი სიცილი გაიგო შენი, მისი განაჩენის დასტურად. ქალი მოგყვებოდა, ეგონა შენი დაცვა იყო, ანდაც ფანატი, უკნიდან მოგყვებოდა და სურათებს გიღებდა, შენ კი იცინოდი. ო, როგორ იცინოდი, ისე იცინოდი, ისე, რომ მოუნდა შემოეხედა და შემოგხედა, ესეც ბანალურიაო გაიფიქრებდა, მაგრამ ფაქტად მიიღებდა იმას, რომ შენს თეთრ კანზე მეტად ბრწყინავდა შენი შავი თვალები. უკან ქალი მოგყვებოდა და სურათებს გიღებდა, შენი ფანატი იყო? ალბათ დედაშენი, ანდაც ნათესავი, რომელიც ხვდება, რომ განსაკუთრებული ხარ, რომელიც ამაყობს რომ ამ განსაკუთრებული მოვლენის თანაშემოქმედია, სწორედ ამიტომ უყვარხარ. შენ წახვედი, რა თქმა უნდა, ვერ შეამჩნიე, ალბათ ას მეტრზე ავრცელებდა იმ მძღნერის სუნს, რომელიც მუცელში ქონდა, ნიშნათ იმისა რომ ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ნიშნათ იმისა, რომ მისი შეყვარება შეუძლებელი იყო. ჩემი შეყვარება შეუძლებელიო, გაიფიქრებდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები