ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2020


ხელოვნების ინტიმი

მოვალთ პოეზიის მუზად,
კვნესას ხელოვნება გვძალავს.
( რასაც ჩვენ ერთმანეთს ვუზამთ
ქვეყნად არაფერი კრძალავს! )

არის ერთი ბინის დრამა,
ლოგინს არსებობა უყარს.
ყველა მშვენიერს და ლამაზს
ვიღაც იდიოტი უყვარს.

ცელქნი იდიოტებს მიჰყავთ,
მე თქვნ დაგიკრიფავთ კოკრებს.
უცხო გემოები გიყვართ
რომ არ მოითხოვენ კონკრეტს.

მოდი,  " დაიჭირეთ წამი! "
ვგონებ, დაჭერილიც კი გაქვთ.
დატკბით გონებრივი წამვლით
ჩვენ ვართ;  "მკვდარ პოეტთა ლიგა "

წვიმა დააძალეთ ქოლგებს,
ენდეთ შერცხვენას და სირცხვილს.
ნეტავ ის ტკივილი გქონდეთ
რისი გაღიმებაც ვიცით.

სხეულს რასაც გვინდა ვუზამთ
თვალებს გადავიხვევთ ბინტით.
ვრითმოთ ბოროტება ბლუზად
ვენდოთ ხელოვნების ინტიმს.

ღმერთიც ვეღარ უძლებს ორგაზმს.
ღმერთმაც დაიხია უკან.
მე ვარ ის წითელი ქოლგა
თქვენთვის წვიმაში რომ უკრავს.

მოვალთ პოეზიის მუზად,
კვნესას ხელოვნება გვძალავს.
( რასაც ჩვენ ერთმანეთს ვუზამთ
ქვეყნად არაფერი კრძალავს! )

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები