ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო ამრა
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2020


ბებია

აგენი იქინე არ გეიშვებიანო-
მოთქვამდა ბებია,
რაცხა ჯანდაბაა, გეიშებიაო,
კი, გასაგებია,
ვერაფერს მოთხოვდი, არარა ენახა
მღვრიეკურცხალიანს,
ყანა და ბოსტანი, ხანდახან ვენახი,
წუხს თან უხარია,
ხვალ დილით გოუშვებს ბებია ბადიშებს,
ჩარტერით, რაღა ქნას,
კურცხალით დამძიმდა მსუბუქი ბალიში
და როგორც არაქნე,
იძინებს, რითა მჯობს კაცი ჯაბანიო,
მე-ქსლისა მბეჭველსა,
ბაღნებმა ნახონო ცა, იაპონია,
საყურე, ბეჭდები,
თავშლით გოუხვია ბეჭდები, საყურე,
სიზმრისკენ დაქანდა,
გასინჯონ საკე და იხილონ საკურა,
დოუცდი, აქანე!
წასვლის წინ ბებიამ ფიალა შეივსო,
ბაღნები დალოცა,
მამათი-თბილისი-ტოკიოს რეისიც
თლა უავდარო ცა.
და მაინც იქინე არ გეიშვებიანო,
მოთქვამდა ბებია,
რაცხა ჯანდაბაა, გეიშებიაო,
კი, გასაგებია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები